თბილისი (GBC) - ტურიზმიდან, პირველ კვარტალში, ქვეყანაში 807.7 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი შემოვიდა. წლიური ზრდა 1,5%-ს არ აღემატება. ზრდის ტემპი რამდენჯერმე ჩამოუვარდება 2023 და 2022-ის ანალოგიურ მაჩვენებელს (+101% Y.Y; +640%Y.Y).
2022/2023 წლების რეკორდული ზრდა საბაზო ეფექტით იყო განპირობებული. უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, ერთბაშად დიდი რაოდენობით ტურისტული ნაკადის შემოსვლის ეფექტით.
რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან შემოსული მოქალაქეების 1/3 უკვე 1 წელზე მეტია საქართველოშია და ფიქრობენ დარჩენას.
| Q1/2024 | Q1/2023 | |
| აზერბაიჯანი | 40,6 | 28,2 |
| ბელარუსი* | 16,6 | 24,1 |
| თურქეთი | 117,5 | 96,3 |
| ირანი | 29,5 | 19,7 |
| ისრაელი | 65,7 | 60,8 |
| რუსეთი* | 171,2 | 266,4 |
| საუდის არაბეთი | 7,8 | 5,6 |
| სომხეთი | 31,3 | 29,7 |
| უკრაინა* | 33,1 | 56,2 |
| ევროკავშირი** | 108.3 | 73.2 |
| სულ | 807.7 | 795.4 |
| ** ჯგუფი მოიცავს ევროკავშირის ქვეყნებს +დიდ ბრიტანეთი. |
|
*ბელარუსების 34.3% , რუსების 26,8% და უკრაინელების 30% 1 წელზე მეტია უკვე საქართველოში, სსფ-ის სტანდარტით უკვე რეზიდენტებად ითვლებიან შესაბამისად მათი ხარჯები აღარ შედის ტურიზმიდან შემოსავალში (ბიზნესპარტნიორი) |