თბილისი (GBC) - ეროვნულ ბანკს დამატებითი ახსნა-განმარტება მოუწია, რატომ უნდა შეაყოვნოს პენსიონერის 501 ლარიანი ტრანზაქცია 48 საათით, რასაც ითვალისწინებს სექტემბრიდან ამოქმედებული ცვლილება, მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში.

სების განმარტებით, ცვლილება მოწყვლად სეგმენტის დაცვას ემსახურება და მხოლოდ მაღალრისკიან ტრანზაქციას ეხედბა და არა სტანდარტულ გადახდებს სურსათის თუ  ტექნიკის მაღაზიაშუი.

დამატებითი დაცვის მექანიზმი ამოქმედდება, თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (კომერციული ბანკი, მიკრობანკი, მისო, ან რეგისტრირებული პროვაიდერი) ერთდროულად 4 გარემოებას გამოავლენს:

  • ოპერაციის შინაარსი უკავშირდება თაღლითობის მაღალი რისკის პროფილის საქმიანობას (საინვესტიციო საქმიანობა, სათამაშო ბიზნესი ან ვირტუალური აქტივები);
  • გამოვლენილია მომხმარებლის ხარჯვისა და ქცევის უჩვეულო თავისებურება;
  • გადახდის ოპერაციის თანხა 500 ლარს,
  • მომხმარებლის ასაკი 60 წელს აღემატება.

ოთხივე პირობის ერთდროულად არსებობისას, პროვაიდერი ვალდებულია 48 საათით შეაჩეროს ელექტრონული გადახდის ოპერაცია, დაუკავშირდეს მომხმარებელს და მოსალოდნელი რისკებზე აცნობოს.

48 საათში მომხმარებელმა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ტრანზაქციის დასასრულებლად მისი ცალსახა დადასტურებაა საჭირო. თუ ამ ვადაში ბანკი კლიენტს ვერ დაუკავშირდა ან მომხმარებელი უარს იტყვის ოპერაციაზე, პროცესი შეჩერდება. თუმცა არ შეეზღუდება ტრანზაქციის ხელახალი დაინიციირება.

1 სექტემბრიდან რეგულაციის I ეტაპი ამოქმედდა და მხოლოდ საბარათე ოპერაციებს შეეხო. II ეტაპი გაისად (1.05.2027) ამოქმედება და იგივე შეზღუდვა ინტერნეტბანკითა და მობაილბანკით განხორციელებულ გადარიცხვებზე იმოქმედებს.

სები აცხადებს, რომ შემზღუდველი მექამნიზმი ეფუძნება საერთაშორისოპრაქტიკას, რომელიც მოქმედებს აშშ-ში, კანადაში, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირის ქვეყნებში.