თბილისი (GBC) – საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი იუსეფ აბდულრაჰმან ალ-მულას შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობის საკითხები განიხილეს.

კატარის სახელმწიფოს ელჩმა, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სახელით, ლაშა ხუციშვილს ღონისძიებაზე დასასწრებად ოფიციალური მოწვევა გადასცა.

შეხვედრაზე, რომელსაც ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძეც ესწრებოდა, განსაკუთრებული ყურადღება საფინანსო, სავაჭრო და სხვა სტრატეგიულ სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს დაეთმო.