თბილისი (GBC) - საერთაშორისო ვიზიტები II კვარტალში (Q2/2026) წლიურად (Y.Y) 4.5%-ით შემცირდა, 1.6 მლნ -მდე. 

მ.შ. ტურისტული ვიზიტები 2.7%-ით (Y.Y), 1.3 მლნ-მდე, ერთდღიანი, 11.6%-ით (Y.Y), 0.3 მლნ -მდე შემცირდა

ვიზიტების კლება ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან (-32.4% Y/Y), ინდოეთიდან (-75.8% წ/წ) და მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის თურქეთიდან (-6.9% Y/Y) და სომხეთიდან (-5.0% Y/Y), ვიზიტების რაოდენობის შემცირებამ განაპირობა. ახლო აღმოსავლეთიდან კლება ირანის კონფლიქტს, ხოლო ინდოეთიდან კლება IndiGo-ს მიერ ფრენების შეჩერებას უკავშირდებოდა. აღნიშნული კლება ნაწილობრივ დააკომპენსირა ვიზიტების ზრდამ ევროკავშირიდან (+19.4% Y/Y), რუსეთიდან (+5.1% Y/Y), უკრაინიდან (+21.3% Y/Y), აზერბაიჯანიდან (+4.7% Y/Y) და ჩინეთიდან (+3.2% წ/წ). ჯამურად, 2026 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 2.7%-ით შემცირდა, 2.7 მლნ -მდე..

G&T -ის მოლოდინით, 2026 წელს საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა დაბალი ერთნიშნა ტემპით გაიზრდება. ზრდას ხელს შეუწყობს საჰაერო მიმოსვლის გაუმჯობესება, ახლო აღმოსავლეთიდან სამოგზაურო მოთხოვნის ნორმალიზება და ბაქო-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა. შემოსავლები ტურიზმიდან: 2026 წლის II კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.8%-ით შემცირდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ვიზიტების დინამიკის მსგავსად, კლება ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან, კერძოდ, ირანიდან (-65.1% წ/წ) და საუდის არაბეთიდან (-61.9% წ/წ), ასევე თურქეთიდან (-10.9% წ/წ) მიღებული შემოსავლების შემცირებამ განაპირობა. ამასთან, ისრაელიდან ვიზიტების უფრო მკვეთრი კლების მიუხედავად, შემოსავლები წლიურად მხოლოდ 3.0%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირიდან (+12.1% წ/წ), რუსეთიდან (+10.1% წ/წ), უკრაინიდან (+49.8% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+10.3% წ/წ) მიღებული შემოსავლების ზრდამ აღნიშნული კლება ნაწილობრივ დააკომპენსირა. 

Q2/2026-ში ტურიზმიდან შემოსავლები 3.8%-ით (Y.Y) $1.1 მლრდ -მდეა შემცირებული.

ავიზიტების დინამიკის მსგავსად, კლება ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან, კერძოდ, ირანიდან (-65.1% წ/წ) და საუდის არაბეთიდან (-61.9% წ/წ), ასევე თურქეთიდან (-10.9% წ/წ) მიღებული შემოსავლების შემცირებამ განაპირობა. ამასთან, ისრაელიდან ვიზიტების უფრო მკვეთრი კლების მიუხედავად, შემოსავლები წლიურად მხოლოდ 3.0%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირიდან (+12.1% წ/წ), რუსეთიდან (+10.1% წ/წ), უკრაინიდან (+49.8% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+10.3% წ/წ) მიღებული შემოსავლების ზრდამ აღნიშნული კლება ნაწილობრივ დააკომპენსირა. საქართველო │ტურიზმი 23 ივლისი 2026 ჯამურად, 2026 წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 2.0%-ით შემცირდა და 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.

სრული კვლევას გაეცნობით G&T-шы ვებ გვერდზე აქ, სადაც ასევეა სასტუმროების მაჩვენებლები.