თბილისი (GBC) - გლობალური სავაჭრო მონაცემთა ბაზის (UN Comtrade) სტატისტიკით, 2025 წელს საქართველომ ბრაზილიის ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის 24-ე ადგილი დაიკავა. სამხრეთ ამერიკის უდიდეს ბაზარზე გასულ წელს 50 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 20 ათასი ლიტრი ქართული ღვინო შევიდა, სადაც საშუალო საექსპორტო ფასმა ერთ ლიტრზე $3.14 შეადგინა.

საერთო ჯამში, 2025 წელს ბრაზილიამ $558.71 მლნ-ის ღირებულების (165.09 მილიონი ლიტრი) ღვინის იმპორტი განახორციელა, საშუალო ფასით $3.38 ლიტრზე.

ბრაზილიის ბაზრის უდავო ლიდერად ჩილე რჩება, რომელზეც იმპორტირებული ღვინის საერთო მოცულობის თითქმის ნახევარი (47.3%) მოდის - 213.06 მლნ-ის 78.10 მილიონი ლიტრი, ყველაზე დაბალი საშუალო ფასით ($2.73/ლიტრი).

ათეულში ასევე შედიან არგენტინა ($99.42 მლნ), პორტუგალია ($84.44 მლნ), საფრანგეთი ($63.84 მლნ) და იტალია ($49.26 მლნ).

ევროპულ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასით ფრანგული ღვინო გამოირჩევა ($9.27/ლიტრი).