თბილისი (GBC) – საქართველოს ბანკის გადახდების მიმართულების ხელმძღვანელმა, ლევან კობახიძემ, სინგაპურში GFTN-ის (Global Finance & Technology Network) Insights2040 Annual Meetings-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
დისკუსია სახელწოდებით Build, Buy, or Own: Strategies for Responsible AI Adoption in Finance ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანად დანერგვის სტრატეგიებს, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების არჩევასა და მათ განვითარებას შეეხებოდა.
პანელის ფარგლებში ლევან კობახიძემ საქართველოს ბანკის გამოცდილება გააზიარა და ისაუბრა ბანკის ეკოსისტემაზე, გადახდების მიმართულებით დანერგილ ინოვაციებსა და იმაზე, თუ როგორ იყენებს ფინანსური ინსტიტუტი თანამედროვე ტექნოლოგიებს სამომხმარებლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების შესაქმნელად.
პანელზე მონაწილეებმა ფინანსურ სექტორში AI-ის გამოყენების სხვადასხვა მიდგომა განიხილეს — მათ შორის, საკუთარი ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნა, კომერციული AI ინსტრუმენტების გამოყენება და მონაცემთა უსაფრთხოებისა და რეგულაციების გათვალისწინებით მათი დანერგვა.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მომეცა ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე, როგორიც Insights2040-ია. საქართველოს ბანკი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მომხმარებლებისთვის გადახდების პროცესი მაქსიმალურად მარტივი, სწრაფი და უსაფრთხო იყოს. სწორედ ამიტომ აქტიურად ვნერგავთ ხელოვნური ინტელექტს საქართველოს ბანკის ციფრული გადახდების მიმართულებაში, სადაც უკვე მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს: AI-ზე დაფუძნებული ავტომატიზებული ვალიდაცია აჩქარებს Cross Border გადარიცხვებს, ხოლო ნაწილ-ნაწილ გადახდის პროდუქტში საკრედიტო გადაწყვეტილებების 99.5% ავტომატიზებულია. ამასთან, გადახდების განვითარების ახალი პერსპექტიული მიმართულებაა Agentic Commerce. ბიზნესებისთვის კი მნიშვნელოვანი ინოვაციური პროდუქტია Business Manager - ერთიანი ციფრული პლატფორმა, რომელიც გადახდების მართვის, მონიტორინგისა და რეპორტინგის შესაძლებლობას ერთ სივრცეში აერთიანებს, ეხმარება ბიზნესებს დროისა და რესურსების დაზოგვასა და გაყიდვების სტიმულირებაში. ვფიქრობ, საერთაშორისო ფინანსურ სექტორთან ერთად მსგავსი საკითხების განხილვა და ჩვენი პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის“, - განაცხადა ლევან კობახიძემ.
Insights2040 Annual Meetings მაღალი დონის შეხვედრაა, რომელიც ფინანსური სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო და კერძო სექტორის ლიდერებს აერთიანებს. ღონისძიება GFTN-ის Insights2040 პლატფორმის ფარგლებში იმართება, რომლის მიზანია ფინანსური სისტემის ეფექტიანობის, მდგრადობისა და ინკლუზიურობის გასაუმჯობესებლად საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული მიდგომების გაზიარება.
პანელურ დისკუსიაში, საქართველოს ბანკის წარმომადგენელთან ერთად, Mastercard-ის, Adobe-ის, უნგრეთის ცენტრალური ბანკის, სინგაპურის მონეტარული უწყების (Monetary Authority of Singapore) წარმომადგენლები და სხვა საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი Global Finance-ის AI in Finance Awards-ის დაჯილდოების ფარგლებში მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკად დასახელდა, World’s Best Digital Bank-ის დაჯილდოებაზე კი მიიღო საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკის ტიტული გადახდების ციფრულად მართვის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
(R)
