თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.04%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5%-იანი მატება.

2026 წლის სექტემბერთან შედარებით ფასები 2.3%-ით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.17 პ.პ.-ით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.2%), რამაც 0.13 პ.პ. შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. გარდა ამისა, ფასების 0.1%-იანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.01 პ.პ. შეადგინა.

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 1.9%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.14 პ.პ.-ით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ნედლ ნავთობზე და ბუნებრივ აირზე (82.7%);
  • დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 3.7%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 2.91 პ.პ.-ით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (3.7%) და კოქსზე და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე (51.5%);
  • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 2.4%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.25 პ.პ.-ით იქონია გავლენა;
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 5.9%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.18 პ.პ.-ით იქონია გავლენა