თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით 3Q26-ში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 5281 გემი, რომელთა 47.2% იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 30.7% - თხევადი ტვირთმზიდი, 17.4% - კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 4.7% ნაყარ ტვირთმზიდზე, სპეციალიზებულ და სხვა გემებზე განაწილდა.

3Q26-ში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 53.3%-ით მეტი კონტეინერმზიდი მიიღო, 33.9%-ით მეტი - თხევადი ტვირთმზიდი, 15.8%-ით მეტი - გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი გემი, 18.2%-ით ნაკლები - ნაყარი ტვირთმზიდი, სპეციალიზებული კი - 90.9%-ით ნაკლები.

3Q26-ში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 17.8% პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 14% - ლიბერიის, 13.8% - თურქეთის, 10.8% - მალტის, დანარჩენი 43.6% კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.

საქსტატის მონაცემებით, 3Q26-ში საქართველოს ნავსადგურები 6 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 40.3%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი აღემატებოდა გასული მგზავრების წილს და 51.6%-ს შეადგენდა.

3Q26-ში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 5 636.6 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 26.9%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 42.2% გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 39.7% - თხევადი ტვირთი, ხოლო 18.1% - ნაყარი ტვირთი.