თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $23 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.6%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი $6.87 მლრდ-ს შეადგენს (გაიზარდა 17.9%-ით), ხოლო იმპორტი $16.2 მლრდ-ს (გაიზარდა 6.4%-ით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში $9.32 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4%-ია.
2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 68.1% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
- ყირგიზეთი - $731.5 მლნ
- ჩინეთი - $673.3 მლნ
- აზერბაიჯანი -$648
2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.6% შეადგინა. პირველ სამეულში შედის:
- თურქეთი - $2.46 მლრდ
- ჩინეთი - $1.97 მლრდ
- აშშ - $1.88 მლრდ
2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 64.2% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:
- თურქეთი - $2.8 მლრდ
- ჩინეთი - $2.6 მლრდ
- რუსეთი - $2.4 მლრდ
2026 წლის იანვარ-ოქტომბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა $1.7 მლრდ-ით, რაც მთელი ექსპორტის 25%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები $892.8 მლნ-ით (მთლიანი ექსპორტის 13%), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $527.4 მლნ-ით (7.7%).
საქსტატის მონაცემებით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა $2.95 მლრდ და მთელი იმპორტის 18.2% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები $1.6 მილიარდით (იმპორტის 9.9%), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული $590.9 მლნ-ით (იმპორტის 3.6%).
