თბილისი (GBC) – ქუთაისში საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ტურის მიზანია, რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობებზე ინფორმაცია მიაწოდოს და მათ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩაბარებისთვის მომზადებაში დაეხმაროს.

შეხვედრაზე მოსწავლეები, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს შეხვდნენ. მონაწილეები გაეცნენ უცხოეთის უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს და მიიღეს პრაქტიკული რჩევები, როგორ შეარჩიონ მათთვის სასურველი პროგრამა, როგორ მოემზადონ განაცხადის წარსადგენად და რა ეტაპები უნდა გაიარონ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად.

ქუთაისამდე ტურის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები რუსთავსა და გორში გაიმართა.

საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის სხვა საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

(R)