თბილისი (GBC) - სინგაპურის ფინტექ ფესტივალზე, ამ მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაზე, ეროვნული ბანკი, ქართულ ბანკებთან და ფინტექ კომპანიებთან ერთად არის წარმოდგენილი. საქართველოს მიმართ ინტერესი მართლაც მაღალია",- სებ-ის პრეზიდენტმა სინგაპურის ტექფესტივალზე საერთშორისო თანამშრომლობიოს გაძლიერებაზე განაცხადა - " უმოვიზიდოთ მეტი ინოვაციური კომპანია და ტექნოლოგიური გადაწყვეტა საქართველოს საფინანსო სექტორში“.

სინგაპურის ფინტექ ფესტივალზე საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის პავილიონით არის წარმოდგენილი, რომელმაც ქართულ საფინანსო და ფინტექ სექტორის წარმომადგენლებს მოუყარა თავი. პავილიონი ქართული საფინანსო სექტორის შესაძლებლობების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას, პოტენციურ პარტნიორებთან საქმიანი კავშირების დამყარებასა და საქართველოს მიმართ საინვესტიციო ინტერესის ზრდას ემსახურება.

ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკების მათ შორის, გერმანიის, ესპანეთის, დანიისა და სლოვაკეთის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებთან ერთად საგამოფენო პავილიონები დაათვალიერა და სხვადასხვა კომპანიის ინოვაციურ პროდუქტებსა და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს გაეცნო.

სინგაპურში ვიზიტისას ნათია თურნავა სინგაპურის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს შეხვდება. შეხვედრაზე მხარეები ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს განიხილავენ. ასევე დაგეგმილია შეხვედრები წამყვანი საერთაშორისო ინოვაციური და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებთან და მათთვის  საქართველოს საფინანსო სექტორში ახალი ინვესტიციებისა და ინოვაციების გაცნობა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოს საფინანსო სექტორში უკვე განხორციელებულია სინგაპურული ინვესტიციები და არსებობს მათი შემდგომი გაფართოების პოტენციალი.

„ფინტექ ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია საინტერესო შეხვედრები, მათ შორის გამოვყოფდი სინგაპურის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელთან შეხვედრას, სადაც ვისაუბრებთ თანამშრომლობაზე. საფინანსო სექტორში უკვე გვაქვს სინგაპურული ინვესტიციები და ვფიქრობ, უფრო გაიზრდება- აღნიშნა ნათია თურნავამ.

სინგაპურის ფინტექ ფესტივალი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ფინანსური სექტორის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროს წამყვან წარმომადგენლებს აერთიანებს. ღონისძიება 70 000-ზე მეტ მონაწილეს მასპინძლობს, მათ შორის არიან ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, ფინანსური რეგულატორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, წამყვანი ბანკები, საგადახდო სისტემებისა და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები. ფესტივალის მთავარი თემებია ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება, საგადახდო სისტემების ინოვაციები და ფინანსური სექტორის ციფრული ტრანსფორმაცია.