თბილისი (GBC) - TBC Bank Group PLC-ის (TBC PLC) დირექტორთა საბჭომ 3Q26-ის კვარტალური დივიდენდი გამოაცხადა, რომლის ოდენობა ₾1.75-ს შეადგენს TBC PLC-ის თითო აქციაზე.
დივიდენდი ჩვეულებრივ აქციებზე ბრიტანულ ფუნტში გადაიხდება. დივიდენდის მიღების უფლება ექნებათ იმ აქციონერებს, რომლებიც TBC Group-ის აქციონერთა რეესტრში 2027 წლის 8 იანვრის დღის ბოლოს იქნებიან რეგისტრირებული.
დივიდენდის გადახდის გრაფიკი ასეთია: ექს-დივიდენდის თარიღი - 2027 წლის 7 იანვარი; რეესტრში დაფიქსირების თარიღი - 2027 წლის 8 იანვარი; ვალუტის კონვერტაციის თარიღი - 2027 წლის 15 იანვარი; ხოლო დივიდენდის გადახდის თარიღი - 2027 წლის 5 თებერვალი.
3Q26-ის დივიდენდის გადასახდელად გამოყენებული ლარი/ფუნტის გაცვლითი კურსი განისაზღვრება 2027 წლის 15 იანვარს და იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2027 წლის 11-15 იანვრის პერიოდში დაფიქსირებული საშუალო გაცვლითი კურსი.
