თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით 3Q26-ში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 813.7 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 3.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 41.2%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 618.2 ათასი შეადგინა, რაც 3.1%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 428.3 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 3.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტების უმრავლესობა (45.3%) განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 46.9% შეადგინა.
3Q26-ში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (35.7%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
საქსტატის მონაცემებით, ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 204.6 ათასი და 112 ათასი ვიზიტი.
3Q26-ში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 7.80 შეადგინა, რაც 3Q25-ში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (7.90 ღამე) 1.3%-ით ნაკლებია. ვიზიტების 97.3% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
3Q26-ში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები ₾835.2 მლნ-ს გაუტოლდა, რაც 19.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 3Q25-თან შედარებით 15.8%-ით გაიზარდა და 1 351.0 ლარი შეადგინა
