თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 3Q26-ში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.5%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 5.9% შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 66.2%-ით არის გაზრდილი.
RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
3Q26-ში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (1.2%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (2.7%).
3Q25-თან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 5.6%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 7%-ით.
ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია 3Q26-ში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ²-ის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით.

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია ახალაშენებული (დასრულებული) ბინების სეგმენტში 1მ²-ის მედიანური ღირებულება, მათი მდგომარეობის (კარკასის) მიხედვით.

