თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 14.9%-ით გაიზარდა და 1 531 ლარი შეადგინა.

2025 წელს მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასზე 29.3%-ით ნაკლები იყო.

საქმიანობის სახეების მიხედვით, 2025 წელს, ყველაზე მაღალი მედიანური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 2 501 ლარი;
  • მშენებლობა - 2 328 ლარი;
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 2 264 ლარი;
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 2 250 ლარი; 
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 2 211 ლარი.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის მონაცემებით, მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასს ყველა სექტორში ჩამორჩება.