თბილისი (GBC) - TBC PLC-ის უზბეკეთის ოპერაციების CEO-მ, ნიკა ქურდიანმა, 24 და 25 სექტემბერს კომპანიის 25,000 აქცია გაყიდა, რის შედეგადაც მის მიერ მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა £1.31 მლნ შეადგინა.
კერძოდ, 25 სექტემბერს ქურდიანმა 24,287 აქცია თითო აქციაზე საშუალოდ £52.50-ად გაყიდა. გარიგების საერთო ღირებულებამ £1.28 მლნ შეადგინა.
მანამდე, 24 სექტემბერს, მან 713 აქცია გაასხვისა, თითო აქციაზე საშუალოდ £52.57-ის ფასად. აღნიშნული გარიგების ღირებულებამ £37,485.80 შეადგინა.
ორივე გარიგების შედეგად ნიკა ქურდიანმა ჯამში £1,312,553.30 -ის შემოსავალი მიიღო. ტრანზაქცია ლონდონის საფონდო ბირჟაზე მოხდა.
