თბილისი (GBC) – სამხრეთ აფრიკულმა საინვესტიციო კომპანია Allan Gray Proprietary Limited-მა TBC Bank Group PLC-ში (TBC PLC) საკუთარი წილი კვლავ შეამცირა.
TBC PLC-ის ინფორმაციით, 18 სექტემბერს Allan Gray-ის წილი TBC-ში 3.2731%-დან 2.9751%-მდე შემცირდა. შედეგად, კომპანიის მფლობელობაში არსებული ხმის უფლების მქონე აქციების რაოდენობა 1,831,304-დან 1,657,934 აქციამდე შემცირდა.
ეს ნიშნავს, რომ Allan Gray-მ TBC PLC-ის დაახლოებით 173,370 აქცია გაასხვისა. წილის ცვლილების შესახებ TBC PLC-ს 23 სექტემბერს ეცნობა და ამავე დღეს ტრანზაქცია დაიხურა.
Allan Gray-მ TBC-ში წილის შემცირებამდე, თითქმის ერთი წლის წინ, საკუთარი პოზიციის ზრდა დაიწყო. კერძოდ, 2025 წლის ნოემბერში კომპანიამ TBC PLC-ში წილი 2.993%-დან 3.2731%-მდე გაზარდა.
ორწლიანი (2023-2025) წილის შემცირების შემდეგ ეს Allan Gray-ს პირველი ტრანზაქცია იყო, რომლის ფარგლებშიც მან TBC PLC-ის აქციები შეიძინა. მათ შორის, 2025 წლის ნოემბრამდე, კომპანია TBC-ის აქციებით 2025 წლის 27 ივნისს ვაჭრობდა, როდესაც მისი წილი 3.8861%-დან 2.993%-მდე შემცირდა.
უფრო ადრე კი 2023 წლის 2 ნოემბერს, Allan Gray-მ TBC-ში წილი 4.9897%-დან 3.9978%-მდე შეამცირა.
