თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) $5.42 მლრდ შეადგინა, რაც 22.1%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 60.6%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 63.5%-ით გაიზარდა და $3.28 მლრდ-ს გაუტოლდა.

2026 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 65% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია:

  • ჩინეთი - $529.1 მლნ
  • რუსეთი - $468.3 მლნ
  • თურქეთი - $297.3 მლნ

2026 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი $649.1 მლნ-ით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 19.8%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, $403.1 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.3%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები $219 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.7%).