ძლიერი ინტერნეტსიგნალი შენობის ყველა წერტილში
თბილისი (GBC) – მაგთი აბონენტებს ახალ სერვისს - Mesh Wi-Fi სისტემას სთავაზობს, რაც მკვეთრად აუმჯობესებს სახლისა და ოფისის ინტერნეტის ხარისხსა და სტაბილურობას.
დღეს, მხოლოდ ინტერნეტის ქონა აღარ არის საკმარისი. თანამედროვე ციფრულ რეალობაში, სწორედ ხარისხიანი Wi-Fi განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად და სტაბილურად ვუკავშირდებით ონლაინ სამყაროს. სქელი კედლები, დიდი ფართობი და ერთდროულად ჩართული მოწყობილობები ხშირად სუსტი სიგნალის და „ბრმა ზონების“ მიზეზი ხდება. Magti Mesh Wi-Fi სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტაა. ის თანაბრად ანაწილებს სიგნალს და უზრუნველყოფს საუკეთესო კავშირს შენობის ნებისმიერ წერტილში.
Mesh Wi-Fi რამდენიმე, ერთმანეთთან დაკავშირებული მოწყობილობით აგებული უსადენო ქსელია, რომელიც ერთიან Wi-Fi გარემოს ქმნის. ტრადიციული როუტერისგან განსხვავებით, სადაც ერთი მოწყობილობა მთელ სივრცეს ფარავს, Mesh სისტემა რამდენიმე მოწყობილობას (Node) იყენებს. სახლში რამდენიმე პატარა მოწყობილობა თავსდება, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან და ერთიან ძლიერ Wi-Fi ქსელს ქმნიან. შედეგად მომხმარებელი იღებს:
· სტაბილურ სიგნალს – ინტერნეტი უკეთესად იჭერს ყველგან;
· ფართო დაფარვას – ქრება „ბრმა ზონები“;
· ავტომატურ გადართვას საუკეთესო წვდომის წერტილზე – ვიდეოზარი აღარ წყდება გადაადგილებისას;
· ერთიან Wi-Fi ქსელს – ერთი სახელითა და პაროლით, მთელი სახლი ერთი
Wi-Fi ქსელით მუშაობს.
Magti Mesh Wi-Fi იდეალურია:
- დიდი ბინებისა და კერძო სახლებისთვის;
- ოფისებისა და სამუშაო სივრცეებისთვის;
- სასტუმროებისა და კომერციული ობიექტებისთვის;
- ჭკვიანი სახლებისა და IoT ეკოსისტემებისთვის.
შესაკვეთად დარეკეთ მაგთის ცხელ ხაზზე 110011 მობილური ქსელიდან ან ეწვიეთ მაგთის ოფისებს.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ https://www.magticom.ge/ka/mesh2026
(R)
