თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $23 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.6%-ით მეტია.

აქედან, ექსპორტი $6.87 მლრდ იყო (გაიზარდა 17.9%-ით), ხოლო იმპორტი $16.2 მლრდ (გაიზარდა 6.5%-ით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში $9.3 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4%-ია.