თბილისი (GBC) – 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა 1,212 მლრდ ლარია, რომლის ფარგლებში:

  • მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით გათვალისწინებულია 210 მილიონი ლარი;
  • ტურიზმის განვითარებაზე გამოყოფილია 78 მილიონი ლარი;
  • ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, გარდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობისა, გათვალისწინებულია 64 მილიონი ლარი;
  • ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა საერთაშორისო კამპანიებისთვის გათვალისწინებულია 23 მილიონი ლარი.