თბილისი (GBC) - საქართველოს Web Summit არის უმსხვილესი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც ტექნოლოგიების, ინოვაციების, სტარტაპების სფეროში ყოველწლიურად დაახლოებით 100 000 პროფესიონალს, ინვესტორს აერთიანებს და აქ საქართველო ეროვნული პავილიონით მონაწილეობს - ირაკლი ნადარეიშვილი

პორტუგალიის დედაქალაქში Web Summit 2026-ს ესწრება.

გამოფენაზე საქართველო წარმოდგენილია მასშტაბური პავილიონით StartUP in Georgia. ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, სამიტის ფარგლებში უმსხვილეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კორპორაციებთან დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.

„Web Summit წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას ინოვაციებისა და ტექნოლოგიური იდეების გასაზიარებლად, პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად და ეკოსისტემების გასაერთიანებლად. სამიტი უნიკალური შესაძლებლობაა ქვეყნისთვის, საერთაშორისო ასპარეზზე წარადგინოს საკუთარი სტარტაპ ეკოსისტემა, მოიზიდოს საერთაშორისო ინვესტორები და შექმნას ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები გლობალურ მასშტაბზე.