ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9723        EUR 3.2779        GBP 3.8265        RUB 4.6531        UAH 1.2273        AZN 1.7487        AMD 6.2169      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
მაიკლ ქაუგილი: აშშ-სკენ ავიარეისების დანიშვნა ინვესტორებს ბიზნესის დაწყებას გაუმარტივებს
20 სექტემბერი, 2019, 16:31
მაიკლ ქაუგილი: აშშ-სკენ ავიარეისების დანიშვნა ინვესტორებს ბიზნესის დაწყებას გაუმარტივებს

თბილისი (GBC) - მაიკლ ქაუგილი, ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი საქართველოსა და აშშ-ს შორის ავიამიმოსვლის დაწყებაზე მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანს უწოდებს. ამბობს, რომ ყოველწლიურად საქართველოსა და აშშ-ს შორის მიმოსვლა, დაახლოებით, 25%-ით იზრდება და არიან ინვესტორები, რომლებიც პირდაპირი რეისების არარსებობას საქართველოში ბიზნესის დაწყების შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევენ, პირდაპირი რეისების დანიშვნა ინვესტორებს ბიზნესის დაწყებას გაუმარტივებს.

მისი თქმით, ამ ინიციატივის განხორციელება ხელს შეუწყობს ბიზნესს, მეტ ინვესტიციებს შემოიტანს და დაეხმარება ტურიზმს, როგორც ამერიკაში, ასევე საქართველოში.

სწორედ ამიტომ ქაუგილი შეხვედრებს, რომლებიც ამ მიზნით მინისტრმა თურნავამ გასულ კვირას United Airlines-სთან და Delta Airlines-სთან გამართა სასიხარულოს უწოდებს.

"ეს მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით, ვინაიდან ავიაკომპანიები ნახავენ მოგებას, გაიზრდება ბიზნეს მიმოსვლა და, შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის გამარტივებული და გაღრმავებული ბიზნეს ურთიერთობები იქცეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების უფრო წარმატებით და დროულად დასრულების საწინდარი. ამასთან, ბევრი სახელმწიფო მოხელეა, რომელსაც ხშირად უწევს ამერიკასა და რეგიონს შორის მოგზაურობა და საქართველო არის ერთგვარი ჰაბი რეგიონში თავისი ”ღია ცის” პოლიტიკით, რომელსაც შეუძლია მოიზიდოს მეტი მოგზაური სხვადასხვა რეგიონიდან, რადგან მათ შეეძლებათ აშშ-ში წასვლა პირდაპირი რეისით.

ეს არის ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია გვსურს და ასევე ხელს ვუწყობთ ამ საქმეს იმ პოლიტიკოსებთან საუბრისას, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში ვიზიტით და მათთან, ვისაც ვაშინგტონში ვხვდებით. ასე რომ, ჩვენ აღსავსენი ვართ ენთუზიაზმით და მინისტრმა თურნავამ იცის, რომ ჩვენ, ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ინიციატივა რეალობად იქცეს.

ჩვენ ვიცით, რომ ამ ინიციატივის განხორციელება ხელს შეუწყობს ბიზნესს, მეტ ინვესტიციებს შემოიტანს და დაეხმარება ტურიზმს, როგორც ამერიკაში, ასევე საქართველოში", - განაცხადა ქაუგილიმ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები