ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0775        EUR 3.5268        GBP 4.226        RUB 4.0434        UAH 1.1012        AZN 1.8085        AMD 6.3953      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თბილღვინოს 2021-ის ექსპორტმა 2019 -სას გადააჭარბა
14 იანვარი, 2022, 17:33
თბილღვინოს 2021-ის ექსპორტმა 2019 -სას გადააჭარბა

თბილისი (GBC) – „თბილღვინომ" პანდემიაში  ახალი საექსპორტო  ბაზარი დაამატა.  კომპანიამ ღვინო, ჭაჭა და  ბრენდი დანიაში შეიტანა. კომპანია 30-მდე ქვეყანაშია  წარმოდგენილი, მათ შორის, იაპონიაში, ჩინეთსა და ბრიტანეთში.  ასევე რეგიონში, მათ შორის ყაზახეთში, სადაც იქ განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, დისტრიბუციის და კომუნიკაციის ქსელი მოშლილია, განბაჟების პრობლემებია. თუმცა,  ყაზახეთში ღვინის ექსპორტის  მცირე წილი (4.1%) მოდის.


ღვინის ერთ-ერთი ყველაზე მხვილი ექსპორტიორი კომპანიის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  ბაზრის დივერსიფიკაციაზე აცხადებს. დომინანტი არცერთია. რუსეთი გაყიდვებში მხოლოდ 20%-იანი წილით არის წარმოდგენილი.

  

გადაზიდვები გაიზარდა  ჩინეთშიც.  ქართული ღვინისთვის ძირითადია სინძიანის პროვინცია, როგორც იცით ყაზახეთს ესაზღვრება, თუმცა "თბილღვინო"  უფრო მასშტაბურად, 10-ზე მეტი პარტნიორის საშუალებით მსხვილ პროვინციაშია წარმოდგენილი, მათ შორის შანხაიში და ჰონგ კონგში.

 

 მარგველაშვილის ინფორმაციით, 2021 წელს  "თბიღვინომ" პანდემიამდელი პოზიციები დაიბრუნა. 2021 ის ექსპორტმა (4.4 მლნ ბოთლი ღვინო)  2019-სას  გადააჭარბა.  მეღვინემ ადგილობრივ ბაზარზე პოზიციონირების პრიორიტეტზეც განაცხადა და ამ მიმართულებითაც გამორჩეული  იყო 2021 წელი. 


მისი შეფასებით, ბოლო წლები პროდუქტიული იყო  ქართული ვაზის  ჯიშების აღდენის კამპანიისთვისაც, გაშენებულია 355 ჰა ვენახი.



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები