GE EN
სხვა სიახლეები
„ჩვენ ვართ სადღაც ევერესტზე, სხვები არიან - თრიალეთის ქედზე“ - „გრაფენ...

კვირეულში მონაწილეობას იღებენ როგორც დიდი, ისე პატარა კომპანიები, რომლებიც ქართულ სამშენებლო ბაზარზე ახლა შემოდიან. მაგალითად, „Graphenstone“ ესპანური ბრენდია, რომელიც 70 ქვეყანაში ოპერირებს. შესაბამისად, პროდუქცია შემოაქვს მხოლოდ ესპანეთიდან. კომპანია ესპანეთში 2005 წელს დაფუძნდა და საკუთარი ინოვაციური ტექნოლოგიით აწარმოებს საღებავებს. „ჩვენი პროდუქტების უმეტესობა შეიცავს 100%-ით შინამრეწველურ ესპანურ კირს, რომელიც მზადდება ხის გამოსაწვავ ღუმელში. ამიტომ, მასალას გააჩნია სითეთრე, იგი 98%-ით  არის თეთრი. ამასთან,  არ შეიცავს არანაირ დანამატებს, არანაირ ნავთობ პროდუქტებს, არანაირ პლასტიკატებს“, – ამბობს გოგიაშვილი.კომპანია ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. როგორც დავით გოგიაშვილი აღნიშნავს, „Graphenstone“ ექსპოჯორჯიას გამოფენაში პირველად იღებს  მონაწილეობას, რადგან მისი შემოსვლიდან მალევე დაიწყო პანდემია და ბაზარზეც აქტიურად ვერ იყვნენ წარმოდგენილი.„1 კვადრატული მეტრის შესაღები  საღებავის ფასი, თავისი გრუნტით, არის დაახლოებით 5 ლარი. ამიტომ, სავსებით ვჯდებით იმ საფასო კატეგორიაში, რომელიც არსებობს ბაზარზე, მაგრამ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ პროდუქციის ხარისხით, რასაც ჰქვია ეკოლოგიურობა“, – გვითხრა გოგიაშვილმა.ცნობისთვის, უძრავი ქონების კვირეული არის ექსპოჯორჯიასა და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის (GNARE) მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ღონისძიება. ის ხელს უწყობს უძრავი ქონების სექტორის განვითარებას, რაც გულისხმობს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაცნობას, Ხოლო ბიზნესისთვის გაყიდვების ხელშეწყობას, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

1714136584

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში საქართველოს ბანკის Ads Manager-ს შეასწავ...

Ads Manager საქართველოს ბანკის Business Manager-ის ნაწილია და მისი მეშვეობით ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ საკუთარი მომხმარებლების შესახებ ანალიტიკურ ინფორმაციას, დააკვირდნენ მათ ქცევასა და ინტერესებს, შეთავაზებების შექმნით კი უპასუხონ მათ საჭიროებებსა და სურვილებს.  პლატფორმა მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას იძლევა, რაც ბიზნესებს ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში ეხმარება.„ციფრული ინდუსტრიის აკადემიისთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია უახლეს ტრენდებსა და ტენდენციების შესახებ. მას შემდეგ, რაც ბაზარზე გამოჩნდა საქართველოს ბანკის Ads Manager, როგორც ახალი შეთავაზების განსათავსებელი  პლატფორმა, გადავწყვიტეთ ის ციფრული მარკეტინგის ტექნიკებისა და ანალიზის კურსზე დაგვემატებინა. საქართველოს ბანკის პლატფორმა, რამდენიმე კომპონენტის გათვალისწინებით, ძალიან საინტერესო და საჭიროა დღევანდელი მარკეტერებისთვის. პირველ რიგში, საინტერესოა აუდიტორიის მოცულობა - Ads მენეჯერის დახმარებით შეგვიძლია 1 400 000-ზე მეტ ციფრულად აქტიურ მომხმარებელს მივწვდეთ - მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე, ამავდროულად მივიღოთ დეტალური დემოგრაფიული ინფორმაცია და დამატებით გავაანალიზოთ მათი ციფრული ქცევა. ეს გაცილებით ხელსაყრელს ხდის სამიზნე აუდიტორიისთვის შესაფერისი შეთავაზების შექმნას“, - აცხადებს ეკატერინე თავხელიძე, ციფრული ინდუსტრიის აკადემიის საოპერაციო გუნდის ხელმძღვანელი.„საქართველოს ბანკი არ ჩერდება და მუდმივად ავითარებს ციფრულ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც ბიზნესების უნიკალურ საჭიროებებს პასუხობს. Ads Manager ამის ერთ-ერთი მაგალითია. მისი მეშვეობით ბიზნესი საქართველოს ბანკის ციფრული არხებით მომხმარებლებს უკავშირდება, გეგმავს შეთავაზებას და აცნობს ფასდაკლების, ქეშბექის ან სხვა ტიპის შესაძლებლობას. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია საქართველოს ბანკის Ads Manager-ს საერთაშორისო პლატფორმებთან ერთად აცნობს კურსის მონაწილეებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ცოდნა ბიზნესებს გაყიდვების სტიმულირებასა და ლოიალური მომხმარებლების შეძენაში დაეხმარებათ“, - აცხადებს გიორგი კინწურაშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი.აღსანიშნავია, რომ კურსის მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ბანკის Ads Manager-ის ფუნქციონალს, ტარგეტირებასა და კონტენტის გაიდლაინებს, ასევე ანალიტიკის, რეპორტინგისა და ოპტიმიზაციის შესაძლებლობებს. ამასთან, კურსის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ტექნიკურად გატესტონ და პრაქტიკაში შეისწავლონ ეს ხელსაწყო. შესაბამისად, კურსის დასრულების შემდეგ, ისინი შეძლებენ, დამოუკიდებლად იმუშაონ საქართველოს ბანკის Ads Manager-ში, შექმნან შეთავაზებები, გააანალიზონ შედეგები და გაუშვან ოპტიმიზებული რეკლამები.კურსზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაესწარით უფასო მასტერკლასს „ABCᴅᴀᴛᴀ - ანუ რა მართავს ციფრულ მარკეტინგს?“, რომელიც 28 აპრილს, 13:30 სთ-ზე, ტერმინალში (ირაკლი აბაშიძის #34) გაიმართება. მასტერკლასზე სპიკერები, ელენე ბიბილეიშვილი, Hapttic-ის აღმასრულებელი დირექტორი და თორნიკე სამადაშვილი, საქართველოს ბანკის Digital Banking Ecosystem -ის ხელმძღვანელი,  ისაუბრებენ ტექნოლოგიების გამოყენების როლზე ციფრულ მარკეტინგში და მიმოიხილავენ  საქართველოს ბანკის Ads Manager-ს.ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე, რეგისტრაციისთვის კი ესტუმრეთ ამ ბმულს.Ads Manager-ის შესახებ გაიგეთ მეტი საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან.

1714135159

მარტში ვაკანსიები ყველა სფეროში გაიზარდა

2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით, 7,536 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში. 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით, ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9%-ით გაიზარდა.2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით, გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში 10,408 ვაკანსია გამოქვეყნდა. 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3%-ით შემცირდა

1714129862

დაბალხელფასიანი დასაქმებულების რაოდენობა გაიზარდა, მაღალხელფასიანი – შ...

წლიური ზრდის მიუხედავად, მაჩვენებელი 2023 წლის დეკემბერთან შედარებით, 40%-ზე მეტადაა შემცირებული. 2023 წლის დეკემბერში , იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ, დასაქმებულთა 3.8%-ს შეადგენდა (35,416 ადამიანი). თუმცა სექტემბერთან შედარებით დეკემბრის მაჩვენებელი 100%-ით იყო გაზრდილი.2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 964 ათასი შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.7%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.8%-ით არის გაზრდილი. დეკემბერში ხელფასის მიმღები 932 ადამიანი იყო.2024 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 15.8%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.დეკემბერთან შედარებით, ხელფასის მიმღები პირების ზრდასთან ერთად, 600 ლარამდე ანაზღაურების მქონე პირების წილი 2.3 პ.პ.-ითაა გაზრდილი.ამავე პერიოდში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 25%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.4 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.დეკემბერთან შედარებით წილი 39.4%-დანაა დაკლებული.ინფორმაცია PMCG-ის დასაქმების ტრეკერზე დაყრდნობითაა მომზადებული. 

1714129160

თიბისის მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

თიბისის სადებეტო Visa ბარათით ბილეთის შეძენისას, მომხმარებლებს გადახდილი თანხის 20% მომენტალურად  უკან დაგიბრუნდებათ.ფესტივალი მოიცავს სხვადასხვა ლექცია-სემინარს, პანელურ დისკუსიასა და ვორკშოპს, რომლებსაც სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი დიზაინერები და ილუსტრატორები გაუძღვებიან. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები გაეცნობიან ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს და საშუალება ექნებათ დაესწრონ მსოფლიოში სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებს. ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება ავსტრიელი დიზაინერი სტეფან საგმაისტერი, რომელსაც კარიერის განმავლობაში უმუშავია ისეთ ცნობილ პროექტებზე, როგორებიცაა – როლინგ სტოუნსის ალბომის ყდა, HBO, გუგენჰაიმის მუზეუმი და სხვა.დიზაინ ფესტივალზე, პანელურ დისკუსიას თიბისის დიზაინის და UX მიმართულების ლიდერი - გიგი ჯანელიძე გაუძღვება, რომელიც ისაუბრებს თიბისი ჯგუფის გამოცდილებაზე: რა როლს ასრულებს დიზაინი ბიზნესის სტრატეგიის ჭრილში, როგორ შეიძლება დიზაინი იყოს ინოვაციის და ადამიანზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნის საფუძველი.პანელური დისკუსიის მონაწილეები იქნებიან:  გივი დაუთაშვილი (თიბისი დაზღვევა), ირაკლი სიმონიშვილი (თიბისი უზბეკეთი/Space int), ლაკო ჟაჟანიძე (თინეთი), თაკო ლორია (თიბისი უზბეკეთი/Space Int).

1714128772

საქართველოდან ემიგრაცია თითქმის გაორმაგდა

„2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა.ამავე პერიოდში, იმიგრანტების 75.9 პროცენტი და ემიგრანტების 62.2 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.2023 წელს, იმიგრანტების 44.6 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 66.7 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ“, - ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.

1714121293