ოქრო NYMEX(უნც.)  1200.9  -0.22%    |    პლატინა (უნც.)  848.40  +0.37%    |    ვერცხლი (უნც.)  14.00  +0.08%    |    პალადიუმი NYMEX  1089.3  +0.34%    |    ნიკელი (ტონა)  11480  +1.17%    |    ალუმინი (ტონა)  1948.75  +0.36%    |    ნავთობი (Brent)  69.25  -1.25%    |    გაზი(NYMEX)  3953  +4.36%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.87  -0.54%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  110.10  -0.05%    |    ხორბალი (ტონა)  515  -0.81%    |   
 USD 2.7045        EUR 3.0474        GBP 3.4931        RUB 3.9893        UAH 0.9716        AZN 1.5956        AMD 5.5477      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ტრამპი: საქართველოს დელეგაციამ ჩემზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა
ნინო შუბითიძე  
12 ივლისი, 2018, 14:57
ტრამპი: საქართველოს დელეგაციამ  ჩემზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა

თბილისი (GBC) –  საქართველომ დღეს დადებითი შთაბეჭდილება დატოვა-  ჩვენს  ქვეყანას ეს კომპლიმენტი  აშშ-ის პრეზიდენტმა ბრიუსელიდან გაუკეთა. თუმცა,  ამის მიუხედავად,   საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსი სამომავლოდ გადადო.

დონალდ ტრამპმა ქართველი ჟურნალისტების კითხვაზე ასევე განაცხადა, რომ  პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოსმენა მისთვის "ნამდვილად სასიამოვნო იყო".

 

„საქართველო იყო წარმოდგენილი დარბაზში. დღეს შევხვდი და დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა. ვუსმენთ მათ საჭიროებებს. სიტუაცია რთულია საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ მათ დღეს დარბაზში დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს. რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას - გარკვეულ დროს ექნებათ შანსი მაგრამ, არა ახლა“-  ციტირებს რუსთავი 2 ტრამპს. 

ტრამპს NATO -სთან  მიმართებაში  აშშ-ის  მიდგომებზეც ჰკითხეს და უპასუხა, რომ მის ინტერესშია ალიანსის გაძლიერება და  ამაზე ევროკავშირის ლიდერებსაც მოუსმენს.

დღესვე NATO -ს ლიდერებმა საქართველო- NATO -ს კომისიის სხდომის ბოლოს დეკლარაცია მიიღეს, რომელშიც დაადასტურეს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. დოკუმენტში გაჩნდა ჩანაწერიც, რომ ამ პროგრესის განუყოფელი ნაწილია წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP)-ი.

მოკავშირეებმა საქართველოს რეფორმებზე გაამახვილეს ყურადღება, აღინიშნა მნიშვნელოვანი  და ხელშესახები პროგრესი, რომელიც, მათი თქმით, უნდა გაგრძელდეს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები