ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9736        EUR 3.2888        GBP 3.8544        RUB 4.6555        UAH 1.2331        AZN 1.754        AMD 6.2274      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
იანვარში  საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 25% გაიზარდა
5 თებერვალი, 2019, 12:36
იანვარში  საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 25% გაიზარდა

თბილისი (GBC)-  2019 წლის იანვარში, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 324,554 მგზავრს მოემსახურა.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ზრდა 25% -ია.

იანვარში მგზავრთნაკადის ზრდა დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2019 წლის იანვარში 252,178 მგზავრს მოემსახურა, რაც 13% მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი მგზავრი 222,400). 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  მგზავრთნაკადი 2019 წლის იანვარში 112% გაიზარდა და 55,895 მგზავრი შეადგინა (2018 წლის იანვარი 26,345 მგზავრი).

ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის იანვარში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 15,973 მგზავრმა ისარგებლა. რაც 52% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის იანვარი 10,504 მგზავრი).

მგზავრთნაკადის ზრდა დაფიქსირდა ადგილობრივ აეროპორტებშიც. მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში 2019 წლის იანვარში მგზავრთნაკადი 18 % გაიზარდა და 401 მგზავრი შეადგინა. (2018 წლის იანვარი 340 მგზავრი).  ამბროლაურის აეროპორტით, რომელიც იანვარში 2 წლის გახდა, გასულ თვეს 107 ადამიანმა ისარგებლა და მგზავრთნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 365 % გაიზარდა (2018 წლის იანვარი 23 მგზავრი).

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები