GE EN
სხვა სიახლეები
თიბისის მხარდაჭერით, მულტიფუნქციური კომპლექსი "სიმეტრია ჯიქია" შენდება

კომპლექსი დაპროექტებულია ყოველდღიური საჭიროებების გათვალისწინებით სადაც ყველა დეტალზე ნაფიქრია. საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, საკვები ობიექტები, მაღაზიები, საერთო სამუშაო სივრცეები და იზოლირებული ეზო მცხოვრებლებისათვის, სადაც გათვალისწინებულია როგორც სპორტული მოედანი, ასევე ბავშვთა გასართობი სივრცე, ყოველდღიური ცხოვრებისთვის, მუშაობისა და დასვენებისთვის შესაბამის გარემოს შექმნის.საერთო სივრცეებს, ეზოს, მოედანს და მწვანე ტერასებს კომპლექსში 3000 მკვ.მ ფართობი უკავია.პროექტს სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს - საბურთალოს ოთხი ქუჩის - ქავთარაძის, სანდრო ეულის, პოლიტკოვსკაიასა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთა, რაც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. უახლოესი მეტროს სადგური, პროექტიდან 150 მეტრში მდებარეობს.პროექტი  გამოირჩევა პრაქტიკული გეგმარებითა და ენერგოეფექტურობით, რაც მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.პროექტის მშენებლობა 2027 წელს დასრულდება.„ჩვენთვის „სიმეტრია ჯიქია", ადამიანსა და გარემოზე ნაფიქრი  კიდევ ერთი პროექტია. პროექტის ფუნქციურობიდან და მდებარეობიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ „სიმეტრია ჯიქიას" უდიდესი პოტენციალი აქვს ჩამოყალიბდეს ამ უბნის ე.წ. ჰაბად, სადაც ყველა ფუნქცია იქნება თავმოყრილი კარგი ცხოვრების, მუშაობისა და თუ დასვენებისათვის. გვიხარია, რომ პროექტ „სიმეტრია ჯიქიას" განვითარება გვიწევს ისეთ პარტნიორებთან ერთად, როგორიცაა „თიბისი ბანკი" და „კაპიტოლ მენეჯმენტი". გვჯერა, რომ არსებული რესურსების გაერთიანებით შევქმნით ისეთ ფასეულ აქტივს, რომელიც ყველა ჩართული მხარისათვის სიმეტრიული სარგებლის მომტანი იქნება", - უჩა ქართველიშვილი, „სიმეტრიას" დირექტორი.„მოხარული ვარ, რომ "სიმეტრიას" და თიბისის პარტნიორობის ფარგლებში, იქმნება პროექტი, რომელიც მოსახლეობას, საცხოვრებლად, თანამედროვე დიზაინისა და სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მულტიფუნქციურ გარემოს შესთავაზებს. ჩვენთვის, როგორც 41%-იანი ბაზრის წილით, დეველოპერული და უძრავი ქონების სექტორის #1 მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია სექტორის სწორად განვითარება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია", - გიორგი დარჩიაშვილი - თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.კომპანია „სიმეტრია" 10 წელზე მეტია ქმნის ფასეულ უძრავ ქონებას საქართველოში.  დღეისათვის მის პორტფოლიოში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტია წარმოდგენილი, მაგალითად: Holiday Inn Express Tbilsi Avlabari – თბილისში; Best Western Kutaisi – პირველი ბრენდული სასტუმრო ქუთაისში; სავაჭრო ცენტრი „გლდანი მოლი"; საცხოვრებელი კომპლექსები – „სიმეტრია ვაკე" და „სიმეტრია ლისი". ამ ეტაპზე დასრულების პროცესშია პრემიუმ კლასის საცხოვრებელი უბანი „სიმეტრია პარკი" მთაწმინდის რაიონში.„სიმეტრიას" მიზანია, საიმედო პარტნიორი გახდეს უძრავი ქონებით დაინტერესებული ადამიანებისთვის და მათთან ერთად შექმნას ისეთი აქტივები, საიდანაც ყველა სიმეტრიულ სარგებელს მიიღებს.

1714118856

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 1 წელიწადში 1,1%–ით შემცირდა

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2 542) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-39 207).2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61.0 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, ქ. თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს.2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 19.5 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) – 64.3 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 16.2 პროცენტს.2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 774.5 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 920.1 ათასი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია.სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 40 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 40 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.წინა წელთან შედარებით, 2023 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75.0 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 70.6 წელი, ხოლო ქალებისათვის – 79.4 წელი.2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 38 წელს.

1714116231

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებ...

პროექტის ჯამური ღირებულება 1.8 მილიონი ლარია. პროექტი სრულად ბანკის მიერ დაფინანსდა.G&A ჯგუფი 2012 წელს დაარსდა და მისი საქმიანობის ძირითად სფეროს გაყინული ნახევარფაბრიკატების წარმოება, ხორცპროდუქტებისა და თევზის იმპორტი და დისტრიბუცია წარმოადგენს. კომპანიას აგრეთვე გააჩნია თანამედროვე სამაცივრე საწყობები და შესაბამისად, საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება სამაცივრე/სასაწყობე მომსახურებაცაა.აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საწარმოო ხაზის გაფართოება და მისი ახალი დანადგარებით აღჭურვა მოხდება, რაც წარმადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.„საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარება 2024 წელსაც უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენი პარტნიორი G&A ჯგუფი წლებია ოპერირებს საქართველოში და ლოჯისტიკურ ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. ჩვენ არაერთი პროექტი განგვიხორციელებია ერთობლივად, მათ შორის, ახალი მშრალი სასაწყობე მეურნეობის მშენებლობა და არსებული საწარმოს გადაიარაღება. აღნიშნული პროექტის განხორიელების შემდეგ, კომპანია  შეძლებს საწარმოო ხაზის გაფართოებას და წარმადობის გაზრდას და ის ჯამურად 240-მდე ადამიანის დაასაქმებებს. სამომავლოდ, კომპანია კიდევ უფრო მეტად გაფართოებასა და განვითარებას გეგმავს, რაც უფრო გააძლიერებს არამარტო კომპანიას, არამედ მნივნელოვან კონტრიბუციას შეიტანს ქვეყნის ეკონომიკაში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჯგუფს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად სხვადასხვა პროექტების განხორციელებას“ ,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.

1714113912

ჰელსინკის კომისია საქართველოს ხელისუფლებას დესტრუქციული გზიდან გადახვე...

“საშინელებაა იმის ყურება თუ როგორ თავხედურად ესხმის თავს თავისი ხალხის ნებას, აშშ-სა და ევროკავშირთან თავის ურთიერთობებს საქართველოს მთავრობა. შეერთებული შტატები საქართველოს ერთგული მეგობარი იყო, აწვდიდა უსაფრთხოების სფეროში რეალურ დახმარებას, პოლიტიკურ მხარდაჭერას, და ფინანსური დახმარების მილიარდობით დოლარს. რუსეთს, პირიქით, მხოლოდ უბედურება, განადგურება და სამხედრო ოკუპაცია მოუტანია.FARA-სთან ან უცხოური გავლენის მონიტორინგის ნებისმიერ სხვა დასავლურ მექანიზმებთან შედარებები მიზანმიმართული დეზინფორმაციაა, რომელიც კრემლის ძველ სასაუბრო პუნქტებს იმეორებს. შეერთებული შტატები ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მეგობრად რჩება, და ამ პრინციპების მხარდაჭერას გავაგრძელებთ. საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ ამ დესტრუქციული გზიდან გადაუხვიონ”, - ნათქვამია განცხადებაში.

1714111112

გერმანია საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობას აკისრებს – არ შეაფერხო...

სამინისტროს განცხადების თანახმად, საქართველოში ათასობით ადამიანი ყოველ ღამით მართავს საპროტესტო აქციას სიტყვის თავისუფლებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების დასაცავად.

1714108963

გრძელვადიან სავალუტო სესხებზე მაღალი მოთხოვნა ნარჩუნდება

1 აპრილისთვის (Q1/2024), სექტორი, 14 ბანკის 54.9 მლრდ ლარის საკრედიტო პორტფელით არის წარმოდგენილია. ბაზარზე 17 სუბიექტია, თუმცა ახლად შესულ ციფრული ბანკებს (ჰეში, პეივი, პეისერა) საოპერაციო საქმიანობა ჯერ არ დაუწყია. სულ, გაცემულია 2.252 000 ერთეული გრძელვადიანი და 1 060 000 მოკლევადიანი სესხი. აქედან, უცხოურ  ვალუტაში 22.2 მლრდ ლარის 58 200 გრძელვადიანი და 1,859 მლრდ ლარის, 15 300 მოკლევადიანი სესხი.ყველაზე მეტი, 6.9 მლრდ ლარის, 5-დან 10 წლამდე ვადიანობის სავალუტო სესხებია (L/m - ₾6.6 მლრდ). 2-5 წლიანი სესხების მოცულობა კი 4.2 მლრდ ლარის ექვივალენტია უცხოურ ვალუტაში. სავალუტო დაკრედიტებაზე 400 000 ლარიანი ზღვრის გარდა, მოქმედებს ვადიანობის შეზღუდვა, 10 წლამდე. 

1714062060