







თბილისი (GBC) – საკონსტიტუციო კანონის ჩამგდებ
დეპუტატებს ოცნება არ გარიცხავს, - გუნდის
ერთიანობის შენარჩუნებაზე 101 დეპუტატის მხარდაჭერილი ცვლილებების ჩაგდების შემდეგ პარლამენტის
თავმჯდომარემ განაცხადა.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვალს 113 ხმა სჭირდებოდა, 141 დეპუტატიდან 3-მა (კოიანი, ხუნდაძე, ოქრიაშვილი) მხარი არ დაუჭირა. დანარჩენებმა თავი შეიკავეს: კიკნაველიძე, კობალაძე, კოპალიანი, კოპაძე , ლურსმანაშვილი, მანუკიანი, მაჭარაშვილი, მახათაძე, მეზურნიშვილი, მეშველიანი მირზოევი,მხეიძე, ნავერიანი, ჯაფარიძე, აბუსერიძე, ბერაია, ბოლქვაძე, გულორდავა, ენუქიძე, ჭკუასელი, ზურაბიანი, თოლორაია, პოღოსიანი, სონღულაშვილი, ქვარაია, ყაველაშვილი, შიოლაშვილი, ჩანქსელიანი, ჩრდილელი, წილოსანი...
„ამ სპექტაკლს არავინ ჭამს, ცვლილებებს იმ კატეგორიამ არ დაუჭირა მხარი, ვინც ყველა მთავრობას ხმას აძლევს“, - გიგა ბოკერია უმცირესობაში კონსულტაციების დაწყებაზე აცხადებს. შეთანხმდებიან ბოიკოტირებაზე.
„გავრილოვის ღამე სანატრელი გაუხდებათ. ვერც ერთი დეპუტატი
ცხვირს ვერ შემოყოფს დარბაზში“, - რომან გოცირიძე დესტაბილიზაციას ელის.
უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები 7-მა დეპუტატმა
დატოვა, მათ შორი თამარ ჩუგოვილმა ზაზა
ხუციშვილმა, ირინა ფრუიძემ.
ნულოვანი ბარიერით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იგეგმებოდა,
თუმცა 20-21 ივნისის გავრილოვის ღამის
შემდეგ, ოცნების თავმჯდომარემ 2020 წლისთვის
გადმოტანაზე განაცხადა.