ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1901        EUR 3.5149        GBP 3.9334        RUB 4.4993        UAH 1.1824        AZN 1.8716        AMD 6.5948      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პრეზიდენტი ავსტრიაში პანდემიის შემდეგ გაემგზავრება
1 მაისი, 2020, 14:09
პრეზიდენტი ავსტრიაში პანდემიის შემდეგ გაემგზავრება
თბილისი (GBC) - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავსტრიის პრეზიდენტს, ალექსანდერ ვან დერ ბელენს ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა.კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო, ავსტრიაში საქართველოს პრეზიდენტის გადადებული ვიზიტი პანდემიის დასრულების შემდეგ გაიმართება.
პრეზიდენტებმა საქართველოსა და ავსტრიაში კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ სირთულეებსა და ეკონომიკის გახსნის გეგმებზე ისაუბრეს.
ავსტრიის პრეზიდენტი საქართველოს ტურიზმის მიმართულებებითა და სექტორის განვითარების პოტენციალით დაინტერესდა. ავსტრიელ კოლეგას საქართველოს პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ტურიზმის მიმართულებებისა და მისი შესაძლებლობების შესახებ.
პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ საქართველო და ავსტრია უსაფრთხო ტურიზმის სტრატეგის შექმნისათვის აქტიურად ითანამშრომლებენ, რაც ხელს შეუწყობს პოსტკრიზისულ პერიოდში ტურიზმის სექტორის ამუშავებასა და უფრო აქტიურ განვითარებას.
საუბარი შეეხო კრიზისის შემდგომ ახალ მსოფლიო წესრიგსა და პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოს, როგორც სავაჭრო და სატრანსპორტო ჰაბის როლს.
პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მძიმე კრიზისი ხელს ვერ შეუშლის ევროკავშირის განვითარებას და საქართველოს ერთადერთი გზა ევროპული ინტეგრაციაა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საერთაშორისო სოლიდარობის ფონზე საქართველოში საოკუპაციო ხაზთან ბორდერიზაციის პროცესი კვლავ გრძელდება, ოკუპირებულ რეგიონებში კი, მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები