ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1865        EUR 3.5071        GBP 3.9028        RUB 4.4949        UAH 1.185        AZN 1.8695        AMD 6.5874      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკმა თსუ-სთვის Zoom Education-ის ლიცენზია შეიძინა
8 მაისი, 2020, 14:32
საქართველოს ბანკმა თსუ-სთვის Zoom Education-ის ლიცენზია შეიძინა
თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა უკვე განხორციელებულ და მხარდაჭერილ პროექტებთან ერთად, ახალ ინიციატივაზე განაცხადა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფაგრლებში, საგანმანათლებლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, საქართველოს ბანკმა უნივერსიტეტისთვის Zoom Education-ის ლიცენზია შეიძინა. რაც უნივერსიტეტს მისცემს შესაძლებლობას, აბსოლუტურად ყველა ლექცია თუ სემინარი ზუმში შეუფერხებლად ჩაატაროს. სტუდენტები კი განათლების ონლაინ რეჟიმში მიღებას შეძლებენ.

„საქართველოს ბანკი აგრძელებს განათლების მხარდაჭერას, რადგან განათლების ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ახალი რეალობის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ ახლა კიდევ უფრო მეტად უნდა შევუწყოთ ხელი განათლებას და მის ციფრულ ტრანსფორმაციას. ამ მიზნით, გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ თსუ-ში ჩვეული აქტიური სასწავლო პროცესი არ გაჩერდეს. გვინდა სტუდენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ლექციებს დისტანციურად დაესწრონ. ასევე, მიიღონ ისეთივე მაღალი ხარისხის განათლება, როგორც მათ ამას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე საუკუნეზე მეტია სთავაზობს“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები