ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1901        EUR 3.5149        GBP 3.9334        RUB 4.4993        UAH 1.1824        AZN 1.8716        AMD 6.5948      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თურქული დემპინგი ქართულ წარმოებას ურტყამს
13 მაისი, 2020, 12:11
თურქული დემპინგი ქართულ წარმოებას ურტყამს

თბილისი (GBC) - ცემენტის ქართული საწარმოებისთვის, რომლებიც უმძიმეს კრიზისულ ვითარებას ებრძვიან კორონავირუსის პანდემიის გამო, შეფერხებული სამშენებლო სექტორისა და თურქული ცემენტის დემპინგის პირობებში, განსაკუთრებული შეშფოთების საგანი გახდა თურქეთის ხელისუფლების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება. თურქეთი ექსპორტზე ორიენტირებულ სამშენებლო მასალების მწარმოებლებს $15 მლრდ-ით დაასუბსიდირებს.

ცემენტის ქართველი მწარმოებლები აცხადებენ, რომ თურქული ცემენტი დასავლეთ საქართველოს ბაზარზე დღემდეც მნიშვნელოვანი დემპინგით ახორციელებდა გაყიდვებს – საბაზრო ფასზე 30-40%-ით ნაკლებად.

ამის მიზეზად დარგის ექსპერტები იმ გარემოებას ასახელებენ, რომ, მაგალითად, თურქეთის მთავრობის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებამდე დიდი ხნით ადრე, ინფლაციამ და სესხზე საპროცენტო განაკვეთის ზრდამ თურქეთის სამშენებლო ბაზარზე პრობლემები შექმნა. 2018 წელს თურქეთში ინფლაციის განაკვეთმა - 16.3%, 2019 წელს კი 15.7% შეადგინა, რამაც უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შეამცირა. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა საბაზისო საპროცენტო განაკვეთი 24-დან 19.75%-მდე შეამცირა, გაყიდვების რაოდენობა 2019 წლის ივნისში - 48.6%-ით, ხოლო პირველ 6 თვეში 21.7%-ით შემცირდა. შესაბამისად, თურქეთის ბაზარზე ცემენტის პროფიციტი წარმოიშვა და მწარმოებლებმა დემპინგური ფასებით მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს მიაშურეს.

ამას ის გარემოებაც ემატება, რომ თურქეთში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა $52 მლრდ-მდე გაიზარდა. ამას ადგილობრივი ექსპერტები ზოგად ეკონომიკურ პრობლემებს, თურქეთის ეროვნული ვალუტის გაუფასურებას და შესაბამისად, მშპ-ის ზრდის ტემპის შემცირებას უკავშირებენ.

ქართველი სპეციალისტების აზრით, დღეს და ახლო პერსპექტივაში, თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილება, მათ შორის ცემენტის მწარმოებლები დაასუბსიდიროს, რომლებიც ექსპორტზე არიან ორიენტირებული, დემპინგის განაკვეთს კიდევ უფრო გაზრდის და დასავლეთ საქართველოს ბაზარზე თურქული პროდუქციის დომინირება და ადგილობრივი საწარმოების გაჩერება გარდაუვალი იქნება. ამ პროცესს საქართველოს მთავრობამ თუ ადეკვატური რეგულაციები არ დაუპირისპირა, მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები დარგს ვერ გადაარჩენს.

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება, რა თმა უნდა, დადებითად აისახება სამშენებლო ინდუსტრიაზე. ბაზრის მოთამაშეების მოლოდინით, მკვეთრად ემცირებული მოთხოვნის შემდეგ, ბაზარი ნელ-ნელა აღდგება.  საქართველოს ეკონომიკაში სამშენებლო დარგი ერთ-ერთი მოწინავეა, როგორც წილით მშპ-ში, სე დასაქმებულების რაოდენობის თვალსაზრისით. დღეს, ალბათ, მეორე გარემო უფრო მნიშვნელოვაია, ეს ფაქტი უფრო დიდ როლს ითამაშებს იფრასტრუქტრული პროექტების ფონზე. როგორც ცნობილია, მსხვილი ფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება ხდება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ. ანუ დატვირთვა ეროვნულ ბიუჯეტზე უფრო ნაკლებია. მეწარმეებს იმის იმედიც აქვთ, რომ მთავრობა უფრო აქტიურად გაგრძელებს ეროვნული მნიშვნელობისა და ცალკეული ქალაქების იფრასტრუქტურის განვითარებას. 

ამის გათვალისწინებით, სამშენებლო მასალების ეროვნული წარმოების შენარჩუნება ძალზე მნიშვნელოვანიაგანსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მეზობელ ქვეყნებში ხდება პირდაპირი დახმარება სამშენებლო ინდუსტრიის. განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობენ ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიები. ისიც აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევებში, ეს კომპანიები ისედაც ცუდ ეკონომიკურ სიტუაციაში იყვნენ და მათი მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არ შეიცავს ეკონომიკურ შინაარ და უფრო მეტიც პირდაპირ წინააღმდეგობაში შედის სამართლიანი კონკურენციის პრინციპებთანთურქული კომპანიებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩაწოლილი პროდუქციის ვალუტაში გადაცვლა.

ქართველი მწარმოებლებისთვის მთავარი ამოცანა თანაბარ პირობებში ჩაყენებაა. მეწარმეები სახელმწიფოსგან სუბსიდირებას არ ითხოვენ და მხოლოდ ის უნდათ, რომ ქართულ ბაზარზე ადგილობრივ და უცხოელ მწარმოებლებს შორის პარიტეტი კანონით გამყარდეს.

გარდა დემპინგური ფასებისა, თურქი იმპორტიორები საქართველოს კანონმდებლობას სხვა კომპონენტშიც არღვევენ – ცემენტის ტომარაზე შიგთავსზე ინფორმაცია ქართულად არ არის დატანილი.

ცემენტის მწარმოებელი ქართული ინდუსტრია ინარჩუნებს სამუშაო ადგილებს, თუმცა კორონავირუსის პანდემიის ფონზე თუ არ იქნება სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა ანტიდემპინგური მიმართულებით, დარგიდან და მასთან დაკავშირებული ლოგისტიკური და სხვა კომპანიების მიერ მოხდება ხარჯების შემცირებაპირველ რიგში ხელფასებზე, რაც ასეულობით სამუშაო ადგილის დაკარგვას ნიშნავს

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები