ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1901        EUR 3.5149        GBP 3.9334        RUB 4.4993        UAH 1.1824        AZN 1.8716        AMD 6.5948      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დეკლარაციის დასაზუსტებლად 1 დღე რჩება
20 მაისი, 2020, 17:22
დეკლარაციის დასაზუსტებლად 1 დღე რჩება
თბილისი (GBC) - დამსაქმელი 22 მაისამდე თუ ყველა დასაქმებულს დეკლარაციაში არ შეიყვანს, კომპენსაციას ყველაზე ვერ მიიღებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე,12:00 საათის მონაცემებით (20.05.2020), ₾300 ერთჯერადი დახმარების მიღებისთვის 29 547 უმუშევარია დარეგისტრირებული. 15 მაისს დაწყებული რეგისტრაცია ივნისის ბოლომდე გრძელდება. თვითდასაქმებულებისთვის ანტიკრიზისული გეგმით 75 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაოდენობა არა, რადგან შემოსავლების სამსახურის ბაზაში ყველა არ ირიცხება და ვინც არ არის უნდა წარადგონოს შემოსავლის მიღების ნებისმიერი დოკუმენტი, მაგ: იჯარის ან საბანკო ამონაწერი, ლიცენზია, თუ ტაქსის მძღოლია.

78 000 დასაქმებულისთვის თვეში 200 ლარიანი კომპენსაცია 20 000-ზე მეტმა დამსაქმებელმა მოითხოვა. ამ მიმართულებას 350 000 ბენეფიციარი ჰყავს და შემოსავლების სამსახურმა მოუწოდა კომპანიებს იჩქარონ. თუ დასაზუსტებელია დეკლარაცია 22 მაისამდე დააზუსტონ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში დაფინანსებას ვერ მიიღებენ. სულ 460 მლნ -ია გათვალისწინებული. თითოზე 6 თვიანი (აპრილიდან) 1200 ლარის კომპენსაცია.

საშემოსავლო გადასახადის საშეღავათო სუბსიდია 250 მლნ ლარია. ₾750 ხელფასს საშემოსავლო გადასახადი (20%) ეხსნება და >₾1 500 ხელფასის მხოლოდ ნაწილი იბეგრება მაგ: მხოლოდ 1500 - 750 = 750, რაც საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს საჭიროებს და რომელიც პარლამენტს ჯერ არ დაუმტკიცებია და შესაბამისად არ ამოქმედებულა. საკანონმდებლო მხარდაჭერას საჭიროებს ქონების 1% -იანი გადასახადის მოხსნაც, რომლის ნოემბრამდე გადავადებითაც, ტურიზმის ბიზნესიდან, 4 500 მეწარმე სარგებლობს (ვისაც გასტუმრება აპრილში უწევდა). თავდაპირველი გადაწყვეტილებით ვალდებულება გადავადდა, მოგვიანებით კი გადასახადისგან გათავისუფლებაზე გახდა ცნობილი.

ანტიკრიზისული გეგმით, 0-1 000 სარეიტინგო ქულიანი 21 000 ოჯახისთვის (130 000 მოქალაქე) ₾13 მლნ სოციალური დახმარებაა გათვალისწინებული, 65 000-100 000 ქულიან 70 000 ოჯახისთვის (190 000 მოქალაქე) ₾45 მლნ და 40 000 შშმ პირისთვის 25 მლნ ლარი.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები