ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1916        EUR 3.4795        GBP 3.8845        RUB 4.4459        UAH 1.1946        AZN 1.8725        AMD 6.5939      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მსხვილი პროექტები, ჰესები - ეს შემოსავლებია
22 მაისი, 2020, 14:25
თბილისი (GBC) - "ჰიდროელექტროსადგურების პროექტების განხორციელება ძალიან სკურპულოზური საჯარო განხილვების შედეგად ხდება. ეს ნამდვილად არ მომხდარა ერთ დღეში და არამც და არამც საგანგებო ვითარებაში, ეს არის მრავალწლიანი პროცესი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღესდღეობით საქართველოში მიმდინარე ჰესების პროექტებზე საუბრისას.
ნათია თურნავამ იმ ოპონენტებს უპასუხა, რომლებიც ხელისუფლებას პანდემიის გამო არსებული საგანგებო მდგომარეობის დროს ჰესების პროექტებზე მუშაობის გამო აკრიტიკებენ. „ოპოზიაცია ან საქმის კურსში არ არის ჩვენსა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის თაობაზე, ან უბრალოდ, განზრახ ამახინჯებს ამ პროცესებს. თვითონ საგანგებო მდგომარეობის დროსაც, თითოეული ჩვენი ნაბიჯი ძალიან დეტალური კომუნიკაციის შედეგია მთლიანად მოსახლეობასთან და კონკრეტულად იმ ჯგუფებთან, ვისაც ესა თუ ის ნაბიჯი ეხება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ნებისმიერი ღონისძიება კონკრეტულ ინდუსტრიასთან მრავალჯერ იქნა განხილული და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები. მინისტრის განცხადებით, პირიქით, მისასალმებელია, რომ მიუხედავად პანდემიისა და საგანგებო ვითარებისა, საქართველოში შესაძლებელია,ქ არ შეფერხდეს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და მიღებულ იქნას სხვადასხვა საინვესტიციო გადაწყვეტილებები.

„ეს ეხება როგორც ჰიდროელექტროსადგურებს: ონს, ნამახვანს, რომლის მშენებლობაც პრაქტიკულად დღე-დღეზე დაიწყება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ენერგოსექტორისთვის, ასევე ფოთის პორტის პროექტს, რომლზეც მუშაობა არ შეფერხებულა და დაჩქარდა. ეს არის იმის სამომავლო წინაპირობა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წელს ეკონომიკური ზრდის კლება გვექნება, 2021 წელს გვექნება ზრდა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი - ეს არის შემოსავლები, სამუშაო ადგილები, ეკონომიკური წინსვლა და ეს არავის უნდა აღიზიანებდეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები