ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0719        EUR 3.6021        GBP 4.0008        RUB 4.1678        UAH 1.1046        AZN 1.807        AMD 6.3223      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
WEG: სემეკს ბუნდოვანი უფლებამოსილებები ენიჭება
14 ივლისი, 2020, 10:51
WEG: სემეკს ბუნდოვანი უფლებამოსილებები ენიჭება
თბილისი (GBC) - ანალიტიკური ცენტრი „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ ენერგეტიკის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ნეგატიურად აფასებს.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ცვლილების საშუალებით, კომისიას ენიჭება სათანადოდ დაურეგულირებელი, ბუნდოვანი და სუბიექტური უფლებამოსილებები, რაც თავად სემეკზე პოლიტიკური ან კორუფციული ზეწოლის საფუძველი და მისი დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შემცველი შეიძლება გახდეს.

“კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების მოთხოვნა იწვევს ცუდ ასოციაციას წარსულთან, როდესაც კანონმდებლობა გამუდმებით იცვლებოდა ერთჯერადი, კერძო ინტერესებიდან გამომდინარე, რამაც დარგის განვითარება საბოლოოდ ჩიხში შეიყვანა. ასეთი წესით ცვლილებების კანონში შეტანა ძალიან ცუდ სიგნალს მისცემს ენერგეტიკით დაინტერესებულ ნებისმიერ მხარეს საქართველოს დასავლური სტანდარტების, გამჭვირვალობის და საბაზრო ორიენტაციის შესახებ და შეიძლება რეფორმის შეფერხების წინაპირობა გახდეს.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, სათანადო ღრმა კონსიულტაციების და მომზადების გარეშე, თავი შეიკავონ ახალ კანონში ნაჩქარევი ცვლილებების შეტანისგან. მნივშენლოვანია, მოიძებნოს შესაძლო საფრთხეების აცილების კვალიფიციური და გამართული მექანიზმები და ამაში გამოყენებული იყოს ენერგეტიკული გაერთიანების და მისი სამდივნოს დახმარება”, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

კანონპროექტში დაგეგმილი ცვლილებებით, „იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სისტემის ოპერატორის შერწყმის ან/და 5 პროცენტი ან მეტი წილის/აქციების ან საოპერაციო აქტივების მთლიანი ღირებულების 5 პროცენტის ან მეტის გასხვისების ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილების განზრახვა, შესაბამისი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე წინასწარ აცნობოს კომისიას“
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები