ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1179        EUR 3.6532        GBP 4.265        RUB 4.2872        UAH 1.1728        AZN 1.8322        AMD 6.4547      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
რუსეთის თავდაცვა და დაზვერვა აშშ–ის შავ სიაში აღმოჩნდნენ
22 დეკემბერი, 2020, 10:51

აშშ–ის ვაჭრობის სამინისტრომ იმ რუსული და ჩინური საწარმოების სია გამოაქვეყნა, რომლებიც სანქციების ქვეშ მოექცნენ. ისინი ამ ქვეყნების თავდაცვის სექტორებთან არიან დაკავშირებული, რის გამოც ამერიკის მხრიდან დაწესებული შეზღუდვები შეეხებათ.

დასავლური მედიის ცნობით, სულ „შავ სიაში“ 58 ჩინური და 45 რუსული კომპანია შეიყვანეს, მათ შორის კორპორაცია „როსტეხ“, მასში შემავალი გაერთიანებული ავიასამშენებლო კორპორაცია, კომპანიები „მიგ“ და „ტუპოლევ“, „ობორონპრომ“, ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და საგარეო დაზვერვის სამსახური. შეზღუდვები გავრცელდება, ასევე, კომპანიაზე „რუსეთის ვერტმფრენები“, ყაზანის ვერტმფრენების ქარხანაზე, სპეციალურ მფრინავ რაზმზე „როსია“, კომპანიაზე „სუხოი“ და სხვ.

„შავ სიაში“ შეყვანილი კომპანიები აშშ–ში ვეღარ შეიძენენ გარკვეულ პროდუქციას და ტექნოლოგიებს. შედეგად, ვაშინგტონის მიერ მიღებული ზომების მიზანია, ორი ქვეყნის „მადესტაბილიზირებელ სამხედრო პროგრამებში“ ვეღარ გამოიყენონ ამერიკული ტექნოლოგიები.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები