






USD | 3.4363 |
EUR | 4.1187 |
GBP | 4.7380 |
TRY | 0.4265 |

თბილისი (GBC) - შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის საჭიროებების 2020 წლის ნოემბერ-დეკემბრის კვლევით, სამ ძირითად გამოწვევად მიიჩნევა სახელმწიფოსთვის კულტურის სფერო არაპრიორიტეტულობა (55.8%), საკანონმდებლო ბაზაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა (35.2%) და კულტურის სფეროში ფართო, ხარისხიანი კვლევის ჩატარების აუცილებლობა (33.9%).
შემოქმედებითი ინდუსტრიების პლატფორმის სექტორული კვლევაში კულტურის სფეროში მოღვაწე 400-მდე პირი მონაწილეობდა. ~
ყველაზე მეტად შემოქმედებითი
ინდუსტრიების წარმომადგენლები შემდეგ სერვისებს საჭიროებენ: რეგულარული
ინფორმაციის მიღება სექტორის ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო სიახლეების შესახებ
(60.1%), საგანმანათლებლო აქტივობაში მონაწილეობა (53.3%), პროფესიულ ნეთვორქინგს,
რაც გულისხმობს ინფორმაციის ურთიერთგაცვლის, მხარდაჭერისა და კავშირების სისტემას
(42.2%) და სხვა.
კვლევის შედეგები სრულად: https://bit.ly/3arajsA
შემოქმედებითი ინდუსტრიების 2020 შექმნილი პლატფორმა 700-ზე მეტ წარმომადგენელს აერთიანებს. ძირითადი მიმართულებებია სხვადასხვა მასშტაბის დარგობრივი კვლევები.