ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.4363        EUR 4.1187        GBP 4.738        RUB 4.5355        UAH 1.228        AZN 2.0193        AMD 6.5893      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
სად მიდის ნუმერაციის საფასური
26 თებერვალი, 2021, 13:55
სად მიდის ნუმერაციის საფასური

 

თბილისი (GBC) - ტელეკომ სფეროს წარმომადგენლების ნაწილი კომუნიკაციების შესახებ იმ კანონს აპროტესტებენ რომლის მიხედვითაც ნუმერაციის საფასური კომისიის ბიუჯეტში მიემართება. სავარაუდოდ, სწორედ ამ თანხით ფინანსდება მედიააკადემია და მედიაკრიტიკა. მცირე და საშუალო ტელეკომ ასოციაციაში მიიჩნევენ რომ თანხა კვლავ სახელმწიფო ბიუეჯტში უნდა შედიოდეს როგორც ეს 2018 წლამდე იყო. უჩა სეთური „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას ამბობს რომ კომისიას თანხა საკუთარი მიზნების მიღწევისთვის სჭირდება თუმცა საკითხავია თუ რამდენად უნდა იყოს კომისიის მიზანი „მედია კრიტიკა“. ამ მიზნით ყოველწლიურად ოპერატორები მილიონობით ლარს იხდიან. გადახდილმა თანხამ 2019 წელს 3 მილიონს გადააჭარბა.

“ელექტრონული კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე ირინა ვერძეული ამბობს რომ დაუშვებელია ერთის მხრივ საფასურს კომისია აწესებდეს და მეორეს მხრივ ის კვლავ მის ბიუჯეტში შედიოდეს. მისივე თქმით კანონი არ ითვალისწინებს რომ ნუმერაციის საფასური კომისიის ბიუჯეტში შედიოდეს: „იმ ქვეყნებში სადაც სიხშირეებით სარგებლობის საფასური მიდის კომისიის ბიუჯეტში, ამ საფასურს მარეგულირებელი არ ამტკიცებს. კანონის არსებულ რედაქციაში სულაც არ არის საუბარი ნუმერაციაზე. კანონში წერია რომ კომისიის ბიუჯეტში მხოლოდ სიხშურული რესურსით სარგებლობის საფასური უნდა მიდიოდეს“.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები