






USD | 3.4363 |
EUR | 4.1187 |
GBP | 4.7380 |
TRY | 0.4265 |

თბილისი ( GBC) -2020
წელს დამდგარი სადაზღვეო ზარალის ოდენობამ (ბრუტო) სამედიცინო დაზღვევაში 196.6 მილიონი
ლარი შეადგინა.სახელმწიფო ზედამხედველობის
სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს დამდგარი სადაზღვეო ზარალის ოდენობით (
16.4 მლნ) „პსპ“ ლიდერობს. მეორეზე 11.3 მლნ-ით
„ირაოა“. მესამეზე 8.9 მილიონით „უნისონი“.
სამედიცინო დაზღვევით საქართველოში 620 402 მოქალაქე,
მოსახლეობის 17 % სარგებლობს.გასულ წელს სამედიცინო დაზღვევიდან სადაზღეო კომპანიების
მიერ მოზიდულმა პრემიამ 267.56 მილიონი შეადგინა.
სამედიცინო დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია და
ბაზრის წილი ასე გადანაწილდა: „ ჯიპიაი“
- 74.29 მილიონი და ბაზრის 28 %; „იმედი“ – 61.8 მლნ და ბაზრის 23%, „არდი“ –
39.12 მლნ და ბაზრის 19%. სხვა 15 კომპანიის
წილი ბაზარზე 34 %-ს შეადგენს.