ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9336        EUR 3.104        GBP 3.5954        RUB 5.4929        UAH 0.9932        AZN 1.7302        AMD 7.198      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
მანავში მიწის კონსტრუქციის ღვინის ქარხანა შენდება
10 სექტემბერი, 2021, 16:22
მანავში მიწის კონსტრუქციის ღვინის ქარხანა შენდება

თბილისი (GBC) -  ბიო ღვინის მწარმოებელი -  ეთნო,  მანავში,  ადგილწარმოშობის ღვინის მიკროზონაში,  ქარხნის მშენებლობას 2022 წელს ასრულებს. ₾4 მლნ-იანი  კონცეპტუალური პროექტი ქართულია ბრიტანულთან ნაზავი.  O'Brien Van der Steen Workshops Ltd-ის, კონცეპცია, მოიცავს ერთმანეთთან შიდა ეზოებით/ქორთიარდებით დაკავშირებულ 5 დამოუკიდებელ სივრცეს. ოთხი სივრცე მორგებულია ღვინის წარმოების სხვადასხვა ციკლზე, მე-5 სამასპინძლოს სრულად ეთმობა სტუმრებს.

მიწისქვეშა სივრცე, ღვინის შენახვა-დაძველების  საუკეთესო ბუნებრივ პირობებს ქმნის.  პროექტის მთავარ  ნოვაცია ტექნოლოგიური გადაწყვეტაა შენობის ყველა კედელი დატკეპნილი მიწით. 

კომპანის

ეთნო ორგანული ღვინოა, რომელიც მხოლოდ ბიო ვენახებიდან. ზვრები  კახეთის 3 მიკროზონაშია გაშენებული - მანავში, ხაშმსა და შილდაში. ეთნო ღვინოების ადგილობრივ, ასევე აშშ-ის ევროპის ბაზრებზეა წარმოდგენილი.

ეთნო ჯგუფი უნივერსალური ბიზნესმენებით არის წარმოდგენილი. ლადო რობაქიძე  (ვითიბი ბანკის კორპორატიული ბიზნესის დირექტორი) და ივანე მარტიაშვილი, რომლიც სხვადასხვა სექტორში მოღვაწეობს: ჰორეკა, საფინანსო, ჰოსპიტალური, დეველოპერული, ენერგეტიკული. ის ეპარტნიორება  ნატურალური ღვინის ასოციაციას. ბიზნესმენმა ახლახანს  პურის საზოგადოება დააფუძნა, ასევე ბანკირთან (ირაკლი ელაშვილი ) და  უცხოეთში მოღვაწე ქართველთან (გიორგი ქავთარაძე) ერთად, თუმცა "არტიზანული პურის საზოგადოების" სამეწარმეო  საქმიანობა ჯერ  მხოლოდ  იდეაა, გულისხმობს ორგანული პურის ელიტურ საცხობს -კონცეპტუალურ სივრცეს სადაც მომხმარებელი რეგიონში საუკეთესო  პურს, ღვინოს და ყავას დააგემოვნებს.

.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები