






USD | 2.9036 |
EUR | 3.0738 |
GBP | 3.624 |
TRY | 0.1821 |

თბილისი (GBC) - TBC Capital-ის განცხადებით, 2022 წელს ტურიზმს პანდემიური გამოწვევების დაძლევა მოუწევს.
საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, ინდუსტრია 2019 წლის პრე-პანდემიურ დონეს, ძირითადად 2023 წელს მიუახლოვდება.
მათი გათვლებით, 2021 წელს საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის დონის 37.5% -მდე აღდგება.
იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, უკრაინას, ისრაელს, ევროკავშირს და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს აქვთ დიდი წილი საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებულ შემოსავლებში. ჯამში მიღებულმა შემოსავლებმა 8M21-ში $703.8 მლნ შეადგინა.
ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოსთვის, საშუალო დატვირთვა 2019 წლის დონის 55% -მდე აღდგება, სადაც დიდი წვლილი შიდა ტურიზმმა შეიტანა (63%), ხოლო საშუალო დღიურ განაკვეთს კი აღდგენის უფრო ძლიერი 79%-იანი მაჩვენებელი ექნება (ფაქტ. - 68%/ $83).
შიდა მოგზაურების რაოდენობა 1Q21-სა და 2Q21-ში 18% და 29%-ით აღდგა, შესაბამისად, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
აცხადებენ, რომ პანდემიის მეოთხე ტალღამ ტურიზმის აღდგენა შეაფერხა, თუმცა კოვიდ-უსაფრთხოება ტურიზმის ინდუსტრიას სწრაფი აღდგენის შანსს მისცემს.