






USD | 2.9336 |
EUR | 3.104 |
GBP | 3.5954 |
TRY | 0.1762 |

თბილისი (GBC) - უძრავი ქონების ფასები ზრდას განაგრძობს, მოთხოვნა
კი კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. წლიურად აპრილში თბილისში 9.4%-ით მეტი ბინა გაიყიდა
ვიდრე გასულ წელს. რაც შეეხება ფასს - ის წლიურად 10.7%-ითაა გაზრდილი და კვადრატილზე
საშუალოდ 899 დოლარს შეადგენს.
ამასთან მიგრანტების ეფექტის გათვალისწინებით წლიურად
83%-ით არის გაზრდილი ქირის ფასი.
აპრილში საცხოვრებელი სახლების ყიდვა გაყიდვის
კუთხით თბილისში საბურთალო ლიდერობდა - წლიური 28%-იანი ზრდით. მას მოსდევს დიდი დიღომი
- 17%-იანი მატებით და სამგორი სადაც ტრანზაქციების რაოდენობა 8%-ით შემცირდა. ამასთან,
9%-ით შემცირდა ბინების ყიდვა-გაყიდვის მაჩვენებელი გლდანში, ხოლო დიდუბეში 30%-ით
გაიზარდა.
ფასების მიხედვით, ყველაზე ძვირადღირებული უბანი
კვლავ მთაწმინდაა სადაც წლიურად ფასი კიდევ 8%-ით გაიზარდა. მას მოსდევს ვაკე სადაც
ფასების 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა და საბურთალო - 16%-იანი ზრდით. ყველაზე იაფი უძრავი
ქონება სამგორში, გლდანსა და დიდ დიღომშია.