ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.06        EUR 3.4655        GBP 3.8681        RUB 4.3263        UAH 1.1358        AZN 1.8        AMD 6.3011      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება
27 დეკემბერი, 2019, 22:08
მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება

თბილისი (GBC) - კონომიკის სამინისტრომ მშენებლობის სექტორის შრომის ბაზრის ანალიზი წარადგინა. ეს პირველია, სამშენებლო სექტორზე მსგავსი კვლევა არ გაკეთებულა.

კვლევის შედეგებით, 2019 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით სექტორში დასაქმებულთა საერთო რაოდენობამ 81,373 პირი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 10,3%-ით აღემატება. დასაქმებულთა 94,4% სრულ განაკვეთზე, ხოლო 5,6% არასრულ განაკვეთზე დასაქმებულებს წარმოადგენენ.  50.5% მცირე, 31.9% საშუალო, ხოლო 17.5% მსხვილ საწარმოზე მოდის.

საწარმოთა 5%-ს (224 საწარმო) ჰყავს უცხო ქვეყნის მოქალაქე დასაქმებული, ჯამში 2,737 ადამიანი, რაც მთლიანი დასაქმების 3,4%-ია; დასაქმებულ უცხოელთა რაოდენობა (2,737) წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 11%-ით ნაკლებია. შემცირება მთლიანად რეგიონების ხარჯზეა. ხოლო თბილისში მათი დასაქმების მაჩვენებელი მცირედით, თუმცა, მაინც გაზრდილია. 

საწარმოთა 7% აპირებს სამუშაო ძალის გაზრდას 2,730 -ით. მსხვილ საწარმოებში მუშახელის რაოდენობის გაზრდა იგეგმება 360 პირით (1 საწარმოში საშუალოდ 51 დასაქმებული), საშუალო საწარმოებში 417-ით (საშუალოდ 13 დასაქმებული), ხოლო მცირე საწარმოებში 1,953 დასაქმებულით (საშუალოდ 8 დასაქმებული).

მნიშვნელოვნად განსხვავებულია შრომის ანაზღაურების საშუალო მაჩვენებლები საწარმოთა ზომის მიხედვით. მშენებლობის მენეჯერების საშუალო თვიური ანაზღაურება მსხვილ საწარმოებში 4,036 ლარია, რაც 22%-ით მეტია საშუალო ზომის საწარმოებში დასაქმებული მშენებლობის მენეჯერების საშუალო ხელფასზე. თავის მხრივ საშუალო ზომის საწარმოში დასაქმებული მენეჯერების ხელფასი 112%-ით აღემატება მცირეს.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები