ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1901        EUR 3.5149        GBP 3.9334        RUB 4.4993        UAH 1.1824        AZN 1.8716        AMD 6.5948      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
მეამას დროფერი ვენდინგ მანქანებს ანაცვლებს
14 თებერვალი, 2020, 18:30
მეამას დროფერი ვენდინგ მანქანებს ანაცვლებს

თბილისი (GBC) - „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი „მეამა“ (ყავის საწარმო) China International Import Expo-ზე წარმატებით წარსდგა. ის ინდუსტრიული კომპონენტის მხარდაჭერით გაიხსნა და მსოფლიოს მასშტაბით ერთადერთია, რომელიც ერთდროულად აწარმოებს როგორც ევროპული, ისე ამერიკული ფორმატის ყავის კაფსულებს. 120 ადამიანია დასაქმებული, კომპანიის ინფორმაციით, მათი რიცხვი 500-მდე გაიზრდება.

საწარმოს შენობა ყურადღებას იქცევს განსხვავებული არქიტექტურით, 2019 წელს საუკეთესო ინდუსტრიული შენობის კატეგორიაში ArchDaily&Strelka Award გაიმარჯვა.

ყავის კაფსულების გარდა, მზადდება ინოვაციური „მეამა დროფერი,“ რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. დროფერი წარმოადგენს უნივერსალურ გამოსავალს ოფისებისთვის და ბიზნეს ცენტრებისთვის, რაც თავის მხრივ სრულად ანაცვლებს ტრადიციულ ყავის „ვენდინგ მანქანებს“.

  „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კომპანია პირველად წარდგა საერთაშორისო გამოფენაზე,  China International Import Expo,  „მეამაში“ აცხადებენ, რომ ქართული ყავის კაფსულებით არამხოლოდ ქართული ბაზრი, არამედ საერთაშორისო ბაზრების მომარაგებაც იგეგმება.

2014 წლიდან დღემდე „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილია დაახლოებით 500 ქართული საწარმო,  350-მდე მცირე სასტუმრო, ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით 10,000 - მდე ბენეფიციარმა მიიღო მონაწილეობა მიკროგრანტების პროგრამაში და შეძლო მცირე ბიზნესსაქმიანობის დაწყება.

 „პროგრამამ შეიძინა ძალიან ბევრი მეგობარი, მომხრე და პოპულარობით სარგებლობს ქართველ ბიზნესმენთა შორის. 1 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ამ პროგრამის მხარდაჭერით და, რაც მთავარია, შეიქმნება დაახლოებით 17,000 ახალი სამუშაო ადგილი მთელ საქართველოში - ქალაქებსა თუ რეგიონებში“ - განაცხადა ნათია თურნავამ.


 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები