ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.2274        EUR 3.8267        GBP 4.2147        RUB 4.1869        UAH 1.1417        AZN 1.8985        AMD 6.5381      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
აუდიტი: ლარის გაუფასურება ზრდის ვალის 60%-იან ზღვარზე გადაჭარბების რისკს
16 ოქტომბერი, 2020, 17:48
აუდიტი: ლარის გაუფასურება ზრდის ვალის 60%-იან ზღვარზე გადაჭარბების რისკს
თბილისი (GBC) - 2021 წლის ბიუჯეტის კანონპროექტით, მთავრობის ვალის ნაშთის 77%-ს საგარეო ვალი წარმოადგენს. აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ პანდემიისა და არსებული გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, ვალის მოცულობა განსაკუთრებით მოწყვლადია ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილების მიმართ, რაც ზრდის ვალის წესის მაჩვენებლის 60%-იან ზღვარზე გადაჭარბების რისკს.

„აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის კანონპროექტით 2021 წელს გათვალისწინებულია 500 მლნ აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების ევროობლიგაციების დაფარვა ბიუჯეტის ნაშთში აკუმულირებული თანხიდან. შედეგად, ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთის მოცულობა მნიშვნელოვნად მცირდება (34 მლნ ლარამდე), რაც მოსალოდნელზე უარესი ეკონომიკური სცენარის განვითარებისა და წლის განმავლობაში გაუთვალისწინებელი გადასახდელების წარმოქმნის შემთხვევაში, ზრდის დამდგარი საჭიროებების დასაფინანსებლად დამატებითი ვალდებულებების აღების რისკს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, არსებული გამოწვევების საპასუხოდ ფინანსთა სამინისტრომ დროულად განაახლოს „მთავრობის ვალის მართვის სტრატეგია“ საშუალოვადიანი პერიოდისათვის, რომელშიც ასახული იქნება მთავრობის ხედვა თუ როგორ დაუბრუნდება მთავრობის ვალის პორტფელი კრიზისის პერიოდამდე არსებულ ნიშნულს“, - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

„მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზით“, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის შოკის მატერიალიზაციის შემთხვევაში, მთავრობის ვალის მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი სცდება 60%-იან ლიმიტს და 72.1%-ს აღწევს.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
სპონსორები