ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3115        EUR 4.0304        GBP 4.454        RUB 4.4551        UAH 1.1705        AZN 1.9479        AMD 6.4836      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქართველი მოჭადრაკეების წარმატება
26 ოქტომბერი, 2020, 16:22
თბილისი (GBC) - 3-25 ოქტომბერს, მოჭადრაკეთა შორის გამართულ მსოფლიოს ონლაინ სასკოლო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ეკატერინე ფიფიამ 17-წლამდე ასაკის გოგონათა შორის გამართულ შეჯიბრში 8 ქულა დააგროვა, 40 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა. 7 ქულით მე-3 ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა ნია დონღვანმა, ხოლო 5 ქულით მე-12 ადგილზე დაასრულა ასპარეზობა დიანა ლომაიამ.

მიხეილ ჩხენკელი (განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი): „მიხარია, რომ ის დიდი ტრადიციები, რომელიც სპორტის ამ სახეობაში გვაქვს გრძელდება და 50 წელზე მეტია შეუქცევად ხასიათს ატარებს. საქართველოს ასაკობრივი და ეროვნული ნაკრები გუნდები, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ოლიმპიადაზე, ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ და მუდმივად საპრიზო ადგილებისთვის იბრძვიან.

მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატში ეკატერინე ფიფიას ჩემპიონობა და ნია დონღვანის ბრინჯაოს მედალი ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა - ერთი, რომ პანდემიის პირობებში, შემცირებული სპორტული აქტივობების ფონზე გოგონებმა მოახერხეს ქართველი გულშემატკივრის გახარება და მეორე - მათ მედლები მოიპოვეს მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე, რაც მისაბაძი მაგალითი გახდება სხვა სკოლის მოსწავლეებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის, ვისზე ზრუნვაც ჩვენი უპირველესი ამოცანაა“.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები