






USD | 3.3044 |
EUR | 4.0228 |
GBP | 4.5138 |
TRY | 0.4465 |

თბილისი (GBC) - თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, მისი მოადგილეები ნიკა ქურდიანი და ნინო მასურაშვილი და ყოფილი მოადგილე და ფინანსური დირექტორი გიორგი შაგიძე TBC Bank Group PLC-ს აქციებს ყიდიან.
ტრანზაქციები 18-24 ნოემრბრის ჩათვლით განხორციელდა.
მენეჯმენტმა სულ 202,000 ცალი ნომინალური აქცია გაყიდეს (£0.1-ად გამოშვებული), ტრანზაქციის ჯამურმა ღირებულებამ კი £2,615,691.34 შეადგინა.
კერძოდ, 24 ნოემბერს ვახტანგ ბუცხრიკიძემ გაყიდა 23,500 ცალი აქცია, თითოეული საშუალო ღირებულებით £13.40, ჯამურად მიღებულმა შემოსავალმა კი £314,990 შეადგინა.
იმავე დღეს, ნინო მასურაშვილმა გაყიდა 30,000 ცალი აქცია, თითოეულის საშუალო ღირებულებით £13.08, ჯამურად მიღებულმა შემოსავალმა კი £392,379.42 შეადგინა.
და 24-შივე ნიკოლოზ ქურდიანმა გაყიდა 7000 ცალი აქცია, თითოეულის საშუალო ღირებულებით £13.44, ჯამურად მიღებულმა შემოსავალმა კი £94,050 შეადგინა.
19-23 ნოემბერს ვახტანგ ბუცხრიკიძე
ანალოგიურ პერიოდში ნიკოლოზ ქურდიანმა გაყიდა 33,500 ცალი აქცია, თითოეული საშუალო ღირებულებით £12.67, ჯამურად მიღებულმა შემოსავალმა კი £417,960.96 შეადგინა.
18-20 ნოემბრის შუალედში კი თავისი აქციების ნაწილი გაყიდა ბანკის ყოფილმა გენერალური დირექტორის მოადგილემ და ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი შაგიძემ. მან ამ პერიოდში 55,000 ცალი ჩვეულებრივი აქცია გაყიდა თითოეული საშუალო ღირებულებით £12.99, ჯამურად მიღებულმა შემოსავალმა კი £714,560 შეადგინა.
შაგიძე GBC-სთან აცხადებს, რომ მიუხედავად TBC-დან წასვლისა, ის ძირითადი აქციების დატოვებას აპირებს. სამომავლო გეგმებს კი ჯერ-ჯერობით კვლავ საიდუმლოდ ინახავს.
დაკავებული პოსტი მან ოქტომბრის
ბოლოს გიორგი მეგრელიშვილს დაუთმო, თუმცა წლის ბოლომდე კვლავ თიბისიში მრჩევლის როლში დარჩა, რათა უზრუნველყოს საქმის შეუფერხებელი გადაბარება.