ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1179        EUR 3.6532        GBP 4.265        RUB 4.2872        UAH 1.1728        AZN 1.8322        AMD 6.4547      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
აზერბაიჯანულმა გაზმა ბერძენ მომხმარებლამდე მიაღწია
8 იანვარი, 2021, 12:37
აზერბაიჯანულმა გაზმა ბერძენ მომხმარებლამდე მიაღწია

თბილისი (GBC) - კასპიის ზღვის აზერბაიჯანული სექტორიდან მოპოვებული ბუნებრივი გაზი გაზის სამხრეთის დერეფნის შემადგენელი ტრანსადრიატიკული გაზსადენის (TAP) მეშვეობით უკვე მივიდა ბერძენ მომხმარებლებამდე. ბერძნული მედიის ცნობით, პირველი აზერბაიჯანული გაზი ქვეყნის მომხმარებლებმა გაზგამანაწილებელი ქსელის DEPA მეშვეობით მიიღეს.


აღინიშნება, რომ TAP–ის პროექტის რეალიზაციისა და DEPA–სთან შეთანხმებით საბერძნეთმა პოზიციები გაიმყარა ევროკავშირის სტრატეგიულ პროექტში, რაც გაზის სამხრეთის დერეფანზე მიერთებას და ევროკავშირისთვის ბურებრივი გაზის იმპორტის წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციას გულისხმობს.


გაზგამანაწილებელი კომპანიის DEPA გენერალური დირექტორის კონსტანტინოს კსიფარასის განცხადებით, გაზის კომერციული მიწოდების დაწყებით საბერძნეთი ცისფერ საწვავს უფრო კონკურენტულ ფასად მიიღებს, რითაც სარგებელს მიიღებენ საბოლოო მომხმარებლები, მათ შორის მრეწველობა, შინამეურნეობები და საწარმოები.

TAP არის გაზის სამხრეთის დერეფნის ევროპული განშტოება. TANAP-ისა და TAP–ის მეშვეობით აზერბაიჯანი საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით, ევროპას ყოველწლიურად 10 მლრდ მ³  გაზს მიაწვდის.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები