ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.4363        EUR 4.1187        GBP 4.738        RUB 4.5355        UAH 1.228        AZN 2.0193        AMD 6.5893      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბილაინის ჰაკათონში გამარჯვებული BTU-ს სტუდენტების შექმნილი მობილური თამაში უკვე ხელმისაწვდომია
7 აპრილი, 2021, 15:18
ბილაინის ჰაკათონში გამარჯვებული BTU-ს სტუდენტების შექმნილი მობილური თამაში უკვე ხელმისაწვდომია

თბილისი (GBC) - საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრის, ბილაინის თამაშების პორტალზე ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი მობილური თამაში - “Jumper Ghost” განთავსდა და მომხმარებლისთვისაა ხელმისაწვდომი. თამაში გასული წლის ოქტომბერში ბილაინის მობილური თამაშების ჰაკათონის, Game Jam-ის ფარგლებში შეიქმნა და მისი ავტორი BTU-ს სტუდენტებისგან შემდგარი გუნდი - Absolute Zero-ა. გუნდმა ჰაკათონში გამარჯვება მოიპოვა და პრიზთან ერთად მიიღო ბილაინთან ხელშეკრულების გაფორმება, რის საფუძველზეც კომპანიასთან თანამშრომლობას შემოსავლის გაყოფის მოდელით აგრძელებს.

თამაშის - „Jumper Ghost” ლოგიკა მარტივია და იმეორებს ბილაინის სხვა თამაშების მექანიზმს - აბონენტი ცდილობს თავი აარიდოს ბარიერებს და დააგროვოს MB-ები. მოგებული MB-ები აბონენტს თამაშისთვის გამოყოფილ სპეციფიალურ ბალანსზე დაერიცხება, რისი შემოწმებაც ბილაინის აპლიკაციის მეშვეობით შეუძლია. თამაშზე წვდომისთვის, აბონენტი გადადის თამაშის ბმულზე და მობილურის ნომრის მეშვეობით გადის ვერიფიკაციას. თამაშის ერთი ცდის საფასურია 1₾.

“Jumper Ghost” ბილაინის პორტალზე განთავსებული რიგით მეცხრე და საქართველოში შექმნილი პირველი თამაშია. კომპანია ამ დრომდე უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობდა, ხოლო საქართველოში ნიჭიერი დეველოპერების აღმოსაჩენად და სფეროს მხარდასაჭერად, ჰაკათონი Beeline Game Jam ჩაატარა და ქართველი ახალგაზრდებისგან შემდგარი რამდენიმე გუნდის ბიზნესპარტნიორი გახდა.

ბილაინი აგრძელებს საქართველოში ციფრული მიმართულების განვითარების მხარდაჭერას და სფეროს წარმომადგენელთა წახალისებას, რაც მობილური თამაშების შემთხვევაში მომხმარებლისთვის დამატებითი ღირებულების შექმნის შესანიშნავი შესაძლებლობაა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები