ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0967        EUR 3.4993        GBP 4.1037        RUB 4.1955        UAH 1.1314        AZN 1.8215        AMD 6.2921      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბიზნეს დაჯილდოება 2021 იწყება
15 სექტემბერი, 2021, 17:44
ბიზნეს დაჯილდოება 2021 იწყება

თბილისი (GBC) - ბიზნეს დაჯილდოება 2021 განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით დაიწყო. უკვე მეექვსე წელია, თიბისი ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნეს დაჯილდოებას წარმატებით ატარებს, რომლის მიზანიც ბიზნეს სოციუმის შექმნა და ბიზნესების მხარდაჭერაა.  2016 წლიდან დღემდე დაჯილდოებაში 2500-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

დაჯილდოება მიზნად ისახავს, წაახალისოს ის ბიზნესები, რომლებიც განვითარებას არ წყვეტენ და მუდმივად ცდილობენ რაღაც ახალი, საინტერესო და გამოსადეგი შესთავაზონ მომხმარებელს, იქნება ეს მომხმარებელზე ორიენტირებული თუ ინოვაციური პროდუქტი ან მომსახურება.

წელს დაჯილდოებას ორი მნიშვნელოვანი ნომინაცია დაემატა, ჟიური საუკეთესო ბიზნესებს შემდეგ ნომინაციებში გამოავლენს:

·                     საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის

·                     საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

·                     გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

·                     საუკეთესო ბიზნეს თანამშრომლობისთვის

·                     გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

თითოეულ ნომინაციაში საუკეთესოს გამოსავლენად ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანების ჯგუფი იზრუნებს,  რომლებიც გამარჯვებულებს რამდენიმე კრიტერიუმით გამოავლენენ.

თიბისი ბიზნესისთვის და ჟიურისთვის მნიშვნელოვანია თითოეულ ნომინაციაში აღმოაჩინონ ისეთი ბიზნესები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით საზოგადოებაზე დადებით გავლენას ახდენენ, არიან შთამაგონებლები სხვებისთვის და უკეთესობისკენ ცვლიან მომხმარებლის ქცევას.

წელს გამარჯვებულები თავიანთ ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ახალ პრიზებს აირჩევენ. თიბისი მათ მხარდაჭერას სამი მიმართულებით სთავაზობს:

1.            ახალი ვებგვერდის შექმნა

2.            ბრენდის სტრატეგიის შექმნა 

3.            მედია მხარდაჭერის უზრუნველყოფა

 

მონაწილეთა რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება ვებგვერდზე www.businessaward.ge და 15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. გამარჯვებულები კი, დეკემბერში გამოვლინდებიან.

ბიზნესდაჯილდოების პარტნიორები არიან: EFSE Entrepreneurship Academy და Forbes Georgia.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები